ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


P.S.

        P.S.
მოვედი მაინც ...
,,შუბლის სისქე" სიმხნევეს მაჩვევს,
ვიცი, მიზეზი წყევლისა და უზომო სევდის,
დადნა მუხლები,
მოთმინებით ველოდი მაცნეს,
იქ, როგორ არა, დავიფიცებ,
მახსოვდა ღმერთი.
მიჰქონდა თხოვნა,
ლიცლიცებდა სპეტაკი სხივი,
არა,
ეს იყო მხოლოდ მაშინ,
მიჭირდა როცა,
ფარისეველთა სიხარული სუფევდა ირგვლივ,
ჩამოიღვენთა სიცოხლე და ცოდვებიც მორჩა ...
მოვედი მაინც! ...
დავიჩოქე
სამოთხის კართან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები