 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2014 |
ლიტაო ხეები ლორთქოა , თუ ხავსით დაფარული აქვს ტოტი და ფესვები ის ხეა , არაა მოხუცი ქალივით შიმშილის კანონით, ამ ქვეყნად ზედმეტი . ბებერი მსხლის ხეც კი უფრო მშვიდადაა ყოველ გაზაფხულზე კვლავაც აყვავდება, მის ასაკს არავინ უყურებს ეჭვებით არც ვინმეს ანაღვლებს, თუ მსხალი ბერდება
ოჰ წლები, ეს წლები... მძიმე და მსუბუქი. შვიდი ათეული არც ისე ბევრია (ზოგს იქნებ ამდენიც არ მისცა განგებამ) ორინის სიცოცხლე ქარივით გაფრინდა.
რადგან ორინი ხარ, სოფლისთვის მოხუცი, მე რა, თუ არ ხარ ცხოვრებით დაღლილი, გაქვს შრომის, ფუსფუსის , სურვილი ულევი. მაინც არ გწადია, რიტუალს განუდგე. კბილს ქვებით ჩაიმტვრევ,სხეულს სულ დაიხევ, რომ შენც იჩიფჩიფო, უძლურს დაემგვანო, როგორც ის მოხუცი, შარშან რომ მოჰკალით. უსიტყვოდ ასრულებ ამ სოფლის განაჩენს. (ვინ იცის, იქნებ გშურს ბებერი მსხლის ბედის) შვილები გინდობენ, შენივე შვილები, არ გინდობს წესები, დროა რომ წახვიდე!
ზოგისთვის ლეგენდა, მისთვის კი სიმართლე, იმ მთას აახლოვებს ყველა ფოთოლცვენა, რომელსაც ღმერთებმა უწოდეს მკვლელი მთა, მთა ნარაიამა... საფლავი ცოცხალთა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აბსოლუტურად უემოციოდ შემომეკითხა.
აბსოლუტურად უემოციოდ შემომეკითხა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|