ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2014


განუკითხაობა

...ო რა მძიმე და მტკივნეულია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა!
მეც ზუსტად ეს გზა ავირჩიე, სხვაგვარად არ გამოდის. სხვაგვარად ამას ვერ გაიგებ.ვერ გაარკვევ.
ჰო და....
....მთელი ღამე არ დავიძინე, დილით მოვითხუპნე სახე, ჩავიცვი მდაბიოსავით და ვაკის ეკლესიისკენ გავემართე.
---დამლოცე მამაო!..მივმართე პირველივე შავოსანს...
მამაო თვალები მოჭუტა, ყურადღებით დამაკვირდა, ჩაიღიმა, ამხედ-დამხედა და მიპასუხა...
-- დაიცა აბა....შენ ჩვენი მრევლი არ ხარ! დაიკარგე აქედან!
მამაო...---დავეშვი ძირს და თავი დავხარე....--მამაო, დამლოცე...განა მეც ღმერთის შვილი არ ვარ???
მაგრამ მამაომ პირი იბრუნა და სწრაფად გამეცალა როგორც კეთროვანს.
ცოტა შევიცადე და ახლა მეორე მამაოსთან მივედი.
--მამაო,--ვუთხარი აკანკალებული ხმით--მამაო, მიჭირს....დამეხმარე!
მამაო ჩაფიქრდა...მერე მკითხა:
----ბოლოს როდის ჩააბარე აღსარება?..
--აღარ მახსოვს მამაო....--- ვუთხარი---დამეხმარე! მშია, მწყურია...
მამაო განმერიდა ..მერე შორიდან დამიყვირა:
--აღარ გაბედო აქ მოსვლა!... უყურე შენ?..აღარც ახსოვს აღსარება როდის ჩაუბარებია! ასე როგორ დაგეხმარო?....ღმერთი გიშველის!
და ისიც გაუჩინარდა .....
ახლა გარეთ გამოვედი და ურნაში დავიწყე ქექვა, ზედ "თბილისის მერია" რომ ეწერა...
  გაჩერდა შავი, პრიალა ჯიპი, ლენდ-როვერი, მისიგნალებს, თავს ვწევ....აი სასწაული..... მზის შუქზე მამაო ღიმილით მიახლოვდება ...ღვთიური ნაპერწკლები ეცემა ქვაფენილს..მზე დაიჩრდილა!....მოვიდა ახლოს....და აი მან ანაფორა გადაიწია...ჩაიყო ჯიბეში ხელი და ....ხურდას მაწვდის(დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი!..)
--აიღე შვილო ჩემო ეს მცირედი, მეტი არ მაქვს...-----.ვთვლი ხურდას....90 თეთრია.....გმადლობ მამაო, ვბუტბუტებ...ვცდილობ არ გამეცინოს...ჯიბეში ვიყრი ხურდას და ხელს არ ვიღებ იქიდან, მიხარია, ისე მიხარია, ლამის ვიხტუნო! მერე ვეუბნები:
----დამლოცე მამაო!...
მამაომ ფეხი შეადგა ჯიპის საბურავს , მომიხმო ახლოს ხელით და დაიწყო რაღაც ბუნდოვანი მაგრამ სავსებით გასაგები საუბარი რომ პრინციპში სამყარო ასეა მოწყობილი, ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად, ზოგი ურნაში იქექება, ზოგი ჯიპში ზის....და ესაა ზუსტად ღმერთის კანონზომიერებაა! ასეც უნდა იყოს...რომ მე უნდა დავემორჩილო დიად კანონზომიერებას....ამ დროს მას თვალებში ვაკვირდები და...გუგები გაფართოებული აქვს....
----ასეა ხომ მოწყობილი სამყარო, მამაო?...---ვეუბნები მორჩილი ხმით--ასე მოაწყო ღმერთმა?...
----მაშ, მაშ..----- ამბობს ის , ---მერე უცებ მაწყვეტინებს--სიგარეტი გინდა?..
მარლბორო ლაითს ვეწევით...ის ისევ მიმტკიცებს რომ აი მაგალითად გუშინ ხილვა ქონდა, რომ ნახავდა ერთ მდაბიოს და ...
--და ვინაა ის მდაბიო მამაო?...ვეკითხები--ნახეთ?..
--შენ ხარ ის მდაბიო----- იცინის და ამატებს---მაგრამ ღმერთი ციდან ხომ ვერ დაეშვებოდა შენს დასახმარებლად?...მისი ხელით მე დაგეხმარე.....მერე გაიღიმა და ისეთი ნაფაზი დაარტყა, კინაღამ წავიქეცი...მამაოს ცერად გადავხედე, სიგარეტი ჩავაქრე და ისევ ურნაში გავაგრძელე დემონსტრატიულად ქექვა.
....----კიდევ ერთი ხილვა მქონდა, განაგრძობდა ის.....მოყვასს უნდა დაეხმარო..გიყვარდეს......---აღარ ვუსმენდი, ურნაში ტაფა ვიპოვნე, მშვენიერი, მძიმე ....ხელში ავიღე და ავყვირდი:
--დიდება უფალს!....სასწაული! აი ღმერთმა რა მომცა ! მაპოვნინა!.ახლა გავყიდი 2 ლარად და პურს ვიყიდი!
---დიახ, განაგრძობდა მამაო.....----ღმერთი დაგეხმარა---ასე გააგრძელე....და არა იპარო..არა ჰკლა..არა გული გითქმოდეს.....
--და არც განვიკითხო ადამიანები, ხომ მამაო?...
---დიახ, არც განიკითხო ....გცოდნია...
შევჩერდი...ერთი აზრი მომივიდა და რომ არ მეთქვა, არ გამოდიოდა.
---მაშ განუკითხაობა უნდა იყოს ამ ქვეყნად მამაო?...
მამაომ ბოროტად ამომხედა, ეტყობა რაღაცას მიმიხვდა...


მეტი ვეღარ მოვითმინე, ტაფა ხელში შევათამაშე, ის მძიმე იყო და ლამაზი, როგორც ეპისკოპოსის კვერთხი....მზეზე სულ ლაპლაპებდა, ელავდა....მერე მოვიქნიე და გაკვირვებულ მამაოს თავში ჩავცხე!....

და ეს იყო ზუსტად განუკითხაობა
და ეს იყო ზუსტად კანონზომიერება
და ეს იყო ზუსტად არა კაც ჰკლა...(არა, არ მომიკლავს!:)))
მიზნად არ ვისახავდი არც ბოროტებას , არც განკითხვას....უბრალოდ ერთი ბოროტება კი ჩავიდინე უნებლიედ ..ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, სიმართლეა! ხოლო სიმართლე, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ბოროტებაა კაცობრიობის ისტორიაში!



ს.ნ.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები