ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


სიზმრის სონეტი

მე მესიზმრება დათმობილი ერთ დროს ოცნება,
რომ შენთან ერთად გავათევდი ზამთრის ღამეებს,
მოწყენით მიმზერს მთვარე-ზეცის მძიმე კამეა
და ეს მთიები გამთენიისას გამაოცებენ.
გწერდი წერილებს, პოეტთაგან შემოვრჩი ბოლო
და სამწუხაროდ სენტიმენტებით ისე ავივსე,
რომ ერთადერთი, რაც კი მქონდა-სიდარბაისლე,
გადავივიწყე და მიმაგდე მხცოვანი მოლა.
გწერდი წერილებს, ზომიერად, ზოგჯერ უზომოდ,
მე გამოვცადე ყველა ხერხი სტრიქონთა რანდვის...
მივედ-მოვედე ნიაგარას, მონბლანს და ანდებს
და გვიან მივხვდი, რომ ელფები ვეღარ მუზობენ.
გწერდი წერილებს, დაგმობილი ერთ დროს აშუღი,
ვერ შეგასმინე ვერასძალით პოეტის მესა...
ფიქრის ხნულებში უკანასკნელ სახსოვარს ვთესავ,
დღეს კი დღის შუქზე გადარჩენილ ლექსებს ვაშუქებ.
მე მესიზმრება დათმობილი ერთ დროს ოცნება,
რომ შენთან ერთად გავათევდი ზამთრის ღამეებს,
მოწყენით მიმზერს მთვარე-ზეცის მძიმე კამეა
და ეს მთიები გამთენიისას გამაოცებენ.

14.02.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები