ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2014


ლესელიძის ქუჩაზე...

თუ ჩემსავით ამ ქუჩას ქვაფენილზე მიჰყვებით,
იფიქრეთ, რომ ამ ლექსში არის ალეგორია.
არ ვიცინი, არ ვტირი, არც არაფერს გიყვებით...
და, ჩემიდან თქვენამდე, ყველაფერი შორია.

ვიტრინასთან შუახნის კაცი უკრავს საქსაფონს
და ნეონის რეკლამა გვამცნობს „ღვინომანიას“...
მტკვარზე - გაჩერებული საბაგირო ქანაობს,
მეჩეთს გამოქცეული, ცაზე ბასრი მთვარეა.

დღეს პირველად მივხვდი, რომ შემოდგომა ჩემია,
ქარი სკვერში ფოთლების ნებისყოფას ამოწმებს.
მე კი, რადგან ხანდახან ლექსის წერა მჩვევია,
ლექსს ვინმესთვის კი არა... მხოლოდ ჩვევის გამო ვწერ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები