ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2014


და ყივჩაღობას განატრებინებ...

ყივჩაღის ხელით ჩამოშლილ დალალს
ცხენს შემოვახვევ
გაოფლილ ყელზე.
წავალ, შენ მდიე „ტრამალ და ტრამალ“...
ამბავი ჰკითხე
მუხრანელ მწყემსებს.

მოგიყვებიან; აწყვეტილ თარეშს
ქალის,
რომელიც ჰგავდა ამორძალს!
პირბადრი,
როგორც გულსავსე მთვარე...
ყივჩაღის ბაგით
სახენაკოცნარ

შუქით დავჩრდილავ
მზის სხივს, ნაფერებს...
(სხეულს დავკაწრავ ეკალ-ბარდებში,)
და ყივჩაღობას
განატრებინებ,
თუ სიგიჟემდე არ გეყვარები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები