ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2014


# # #

დიდი პაუზის მერე,
დავიწყებაში მთვლემარ
თავსაც ვერ დააჯერებ,
შენ რომ ჯერ ისევ შენ ხარ;

რომ ისევ ისე გაკრთობს,
მისტერიები ღმერთის:
ხარ, თუ არა ხარ ამ დროს,
მისთვის თუ არა, შენთვის.

ისე შორდები, ვითომ
სნეული იყოს კეთრით...
იტყვიან: "ამდენი ცდითო,
მან მიაძინა ღმერთი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები