ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2014


შენ დამიხატავ სულის თვალებს ...

ხო, იმედია... ვიცი, ერთხელ დამარქმევ სახელს
და მაშინ ალბათ,
არ იქნება უკვე გვიანი...
შენ დამიხატავ ჩემი სულის
თვალებს გახელილს,
ჯერ კიდევ ცოცხალს...
როგორც ჟანას - მოდილიანი.

აყვავილდება ეკლიანი ხმელი კაქტუსი...
მერე იქნება ჩემი ბრძოლის
ბოლო ფიესტა!..
ვეღარ მიხილავს ვეღარავინ
ასეთს, მარტოსულს...
და მე ჩემს სახეს
იმ თვალების სხივით მივიტან

იქ, სადაც, ალბათ, მაქციები სულებს უტევენ...
ჩვეულებრივი
და უბრალო: „ადამიანი“.
ჯერ კი, ვარ ისევ უსახელოდ...
ებიუტერნი...
და ვუცდი ბოლო
ფუნჯის მოსმას მოდილიანის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები