რად მოიწყინე ჩემო კალამო, ჩამოგიშვია, მითხარ, რად ცხვირი? ვიცი, შენ გინდა წერდე საამოს, მაგრამ პირიქით, დღემუდამ სტირი...
იქნებ გერჩივნა, რომ შეგძლებოდა წერა რუსულად, ანდა ფრანგულად, დაამკვიდრებდი სამწერლო მოდას, გაატარებდი დროს მხიარულად...
ანდა იქნება გსურდა გეწერა უშნო და მტკიცე გერმანულ ენით, ფილოსოფიის შეგექმნა ერა, სხვა სიგიჟით და სხვა აღმაფრენით...
თქვი, ინგლისურზე იტყოდი უარს? – დაწერდი ესეს, რომანს, ნოველას. შენს ფანტასტიკებს, ვითომ უტყუარს წაიკითხავდა უკლებლივ ყველა!
იაპონურად, ჩინურად, ანდა რომ დაგეწერა თუნდაც სპარსულად, დრო ციტატებად გამოგრიყავდა და არ იგრძნობდი თავს დათარსულად.
მაგრამ შენ გაჩნდი საქართველოში და სანამ გულში გიდუღს მელანი, სიმართლის თქმაში, მთელს სამყაროში ვერ შეგედრება, ვერსად, ვერავინ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "ისტავლე სტავლის მძებნელო"- ასეთი ლქსია
"ისტავლე სტავლის მძებნელო"- ასეთი ლქსია
4. მაპატიეთ, არც შინაარსობრივად მომეწონა ად არც ტექნიკურად. ათეული წლების წინ არის დაწერილი თითქოს. თავიდან მეგონა რაღაც პრობლემა იყო დასახული, შემდეგ რუკაზე აღმოვჩნდი და ევრაზია გადავამტვერე :) ბოლოს მივადექი დასკვნას, აზრს, რომელიც სულაც არ არის ჭეშმარიტება. მხოლოდ საქართველოში არ წერენ სიმართლეს :) შესანიშნავი ლიტერატურული შედევრები არსებობს ისეთი ავტორმა რომ იგულისხმა (როგორც მე მივხვდი ნაგულისხმევს). უკაცრავად... მაპატიეთ, არც შინაარსობრივად მომეწონა ად არც ტექნიკურად. ათეული წლების წინ არის დაწერილი თითქოს. თავიდან მეგონა რაღაც პრობლემა იყო დასახული, შემდეგ რუკაზე აღმოვჩნდი და ევრაზია გადავამტვერე :) ბოლოს მივადექი დასკვნას, აზრს, რომელიც სულაც არ არის ჭეშმარიტება. მხოლოდ საქართველოში არ წერენ სიმართლეს :) შესანიშნავი ლიტერატურული შედევრები არსებობს ისეთი ავტორმა რომ იგულისხმა (როგორც მე მივხვდი ნაგულისხმევს). უკაცრავად...
3. ტირილს რომ შედეგი მოჰქონდეს, საუკუნეებია ვტირით, მაგრამ რა?!
არც ჩვენი კალამია სხვაზე მეტად მართალი. ეს ჩვენ გვინდა ასე იყოს და სწორედ ამ ილუზიებს ვეწირებით. სიტყვას საქმე უნდა ამშვენებდეს( რასაც სათოფეზე არ ვეკარებით). ჩვენი სიტყვა რომ საქმიანი იქნება, მერე კი, მართლა ,,მთელს სამყაროში ვერ შეგ(ვ)ედრება, ვერსად, ვერავინ!''
წარმატებები!
ტირილს რომ შედეგი მოჰქონდეს, საუკუნეებია ვტირით, მაგრამ რა?!
არც ჩვენი კალამია სხვაზე მეტად მართალი. ეს ჩვენ გვინდა ასე იყოს და სწორედ ამ ილუზიებს ვეწირებით. სიტყვას საქმე უნდა ამშვენებდეს( რასაც სათოფეზე არ ვეკარებით). ჩვენი სიტყვა რომ საქმიანი იქნება, მერე კი, მართლა ,,მთელს სამყაროში ვერ შეგ(ვ)ედრება, ვერსად, ვერავინ!``
წარმატებები!
2. პათოსი გასაგებია, მაგრამ შესრულება არ მომეწონა!
"ანდა იქნება გსურდა გეწერა უშნო და მტკიცე გერმანულ ენით" ეს არის არაეთიკური ქცევა.
პათოსი გასაგებია, მაგრამ შესრულება არ მომეწონა!
"ანდა იქნება გსურდა გეწერა უშნო და მტკიცე გერმანულ ენით" ეს არის არაეთიკური ქცევა.
1. მე ძალიან მომეწონა, ჩემი მაქსიმუმი (2 ქულა) შენ! მე ძალიან მომეწონა, ჩემი მაქსიმუმი (2 ქულა) შენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|