ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2014


* * *

ახლა წვიმა არის, ზეცა ფორიაქობს, ტირის.
ვფიქრობ, დავსველდე და წვიმას შევეხიზნო მინდა.
დილით გადმოგირგავ სახლთან ამ ლირიკოს ტირიფს,
თვითონ მოგიყვება, როგორ გიწერდი და წვიმდა.

წვიმა, შხეფები და თმებში მარგალიტნი ტოლნი,
როგორ მიყვარდი და როგორ გინატრებდი. მქვია
წუხელ ნამთვრალები, ღამენათევი და დრონი
ისე ჩაგივლიან, მაინც ვერ მიხვდები გვიან

როგორ მიყვარდი და როგორ გინატრებდი. ტირის
ზეცა... დავსველდე და წვიმას შევეხიზნო მინდა.
ჩემი სახლის წინ რომ ხე დგას, გადმოგირგავ დილით,
თვითონ მოგიყვება, როგორ გიწერდი და წვიმდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს