ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


მეგობარო...

ხო, მეგობარო!- ადვილია ცხოვრება მაშინ,
თუ სიამაყეს, ულამაზეს კაბისთვის დასთმობ...
დიბა- ატლასის დაგიგებენ უთვალავ არშინს
და შეშურდება შენი ბედი უცხოს თუ ნაცნობს,

მაგრამ მე ასეთ ცხოვრებას, რომ არ ვარ ჩვეული?!-
როგორ აგიხნა, ან რა სიტყვა მოვძებნო ნაცვლად...
მე, შენი მზერა სხვებისაგან გამორჩეული,
(როცა თვალებით დაგეძებს და ბავშვივით ანცობს...)

ყველა სამოსელს მირჩევნია ყველა „ბრენდისას“
არ მიცხოვრია არასოდეს ვიღაცის ხარჯზე...
ქალს  სამოსელი არ სჭირდება გარდა ვნებისა,
თუ გეყვარება დაგასახლებს გაყინულ ქვაზეც...

და მეგობარო, თუ ცოტაა ის რაც ჩემშია,
და თუ ცოტაა ის, რაც ახლა თითქმის შენია...
არ გადაყროდი არსად ალბათ შენც ეს გერჩია;
ქალს, ლექსით შეშლილს....ამაყსა და ოდნავ გესლიანს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები