| ავტორი: ნუცი ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2014 |
ეს დღეებია მძივებივით დამეკიდა სულში ღრუბლები, ვერაფერს ვშველი ამ მარტოობას. საკმარისია- ჩაალაგე ჩემოდანში წვიმის რითმები, უნდა წავიდეთ, ვიმოგზაუროთ! გზაგასაყართან მივიდეთ სადაც, მარადისობა იღებს სათავეს. ჩამოუშვი ხელები მშვიდად. შენ მორჩილი ხარ! დაღუნე თავი, ისე თითქოს იოგის ვარჯიშია ცხოვრება შენი და ახლა უნდა ვიმოძრაოთ მხოლოდ იმისათვის განუსაზღვრელი სიმშვიდე, რომ მივიღოთ მისგან. ნუ შემახსენებ რა იყო გუშინ ან იმის წინ , საერთოდ დღემდე, წამოათრიე, წამოკრიბე შენი სულის ყველა ნაწილი. ნურავის უხსნი, ნუ უყვები შენს გავლილს და განცდილ ფერებზე. დიდიხანია გადახატე ,,შავი კვადრატი“ ახსენი ფარდა იდუმალებას. და შენი დღეების ფერთა გამით შექმენი არცთუ ცუდი ,,ასლი“. ნუ ჩამოკიდებ ამ ქმნილებას სამზერად სხვების. მრუდეა ხალხი! შენ მორჩილი ხარ ახლა შენი გარემოების! შეწყვიტე ფიქრი! და ნუღარ შფოთავ იმაზე თუ როგორ არის, შენი ნეკნის ნახევარი მის სამზეოში. (და ალბათ ესეც წარმოსახვა ყოფილა შენი) როგორია როცა ძინავს ემბრიონის მდგომარეობით, მშვიდად და თითქოს ერთგულია იმ ცხოვრების რაც მას ეკუთვნის. ის გავს თავის თავს, უფრო მეტად იმ ძარღვს, ყელიდან რომ ჩასდევს აორტას და კაპილარების სიმრავლესავით აბევრებს დღეებს. სიცოხლის ჟინი თამბაქოსფერს წააგავს ახლაც. ვნებას კი ისევ ნიკოტინის სურნელი ასდის.
ჰო მას მზე სცვივა, სულიანად როცა იცინის. და დაუდგმელი როლის იქეთ, ის კვლავ ბავშვია. ის ისაა საკუთარი-რაც შენს სხეულში შენი გული, ღვიძლი- რაც ერთია! ერთადერთი და რომლის არარასებობით, მზე სამუდამოდ დატოვებს შენს წილ სამყოფელს, ადამიანურ დედამიწას! და მაინც, შენ მორჩილი ხარ! ნუღარ უსმენ მელოდიას სადაც შეგრძნება ვერტიკალური წრფეებივით ერთ წერტილს კვეთავს. და აღარ ისაუბრო ნაცნობი ფრაზებით. ჰო, ეცადე დაივიწყო! ჩვენ ახლა უნდა ვიმოგზაუროთ. დიდი ხანია გამოვტოვეთ დრო, როცა ზურგის ქარებით ფრანებს ჰორიზონტისკენ გავშლიდით მშვიდად და აუღელვებლად ყველაზე მაღლა, იქ ცასთან, ცაში, ცისკენ, ცისთვის, ჩემთვის, შენთვის, ჩვენით და ჩვენთვის ბავშვურ სურვილებს გავუშვებდით ყველაზე უტყუარს! მომეცი მიზანი, რათა არ დავემსგავსოთ არაფერს! კვლავ შევძლოთ ღიმილი. შენ მორჩილი ხარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უნდა წავიდეთ, ვიმოგზაუროთ! უნდა წავიდეთ, ვიმოგზაუროთ!
2. სევდიანია...ლექსი რამდენადაა არ ვიცი...:-* ჩანახატი უფრო ალბათ...ემოცია კი მოაქვს და სევდიანობაც გადამდებია.მე მიყვარს ასეთი ნაწერები...ლამაზად სევდიანები...:-* სევდიანია...ლექსი რამდენადაა არ ვიცი...:-* ჩანახატი უფრო ალბათ...ემოცია კი მოაქვს და სევდიანობაც გადამდებია.მე მიყვარს ასეთი ნაწერები...ლამაზად სევდიანები...:-*
1. პარალელური წრფეები არ იკვეთებიან, ვერტიკალურით შეცვალე
პარალელური წრფეები არ იკვეთებიან, ვერტიკალურით შეცვალე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|