ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2014


ეპიტაფია

(მ.ჭ.-ს)
შავ სამარეში  ჩაშლილო,
შავმზეთაფერო დალალო,
გულო, დუმილით დახშულო,
შიგ  ნაქუჩებო ვარამო,
სიცოცხლე ხომ გამიხუნე,
კიდევ რა უნდა მანანო,
არ საპატარძლო გვირგვინო,
ჭლექის  სარეცელ-კარავო?
არც არაფერი ვყოფილვარ,
ქალწულის სარტყელ-ქამარო,
ვარდო, გულს ნაამბორებო,
გიშრის წამწამზე, მარაო!
საიმქვეყნიო მზითვ-განძად
სიკვდილის ჯადო- შანაო,
გულს დაფენილი ყვავილი
და  დედის ცრემლი კმარაო!
-------------------------------------
იის  პაწია სურნელი,
ტკივილს ვერ დაემალაო,
პაწია ჯვარცმა აიღო,
ნეტავ, სად ჰქონდა ძალაო?
ვერ აიტანა ლოდინი,
უფალთან გაიპარაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები