ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2014


ლექსი რომელიც უნდა დაწერილიყო...

მე და შენ რად გვინდა ფურცელი ან თუნდაც კალამი?
მე და შენ, ისედაც, ფიქრებით ვაგრძელებთ საუბარს,
ამ ღამეს, ამ ცაზე იმდენი ვარსკვლავი არ არის,
რამდენი სიტყვებიც უსიტყვოდ გითხარი ამ წუთას.

ვეძებე ის მთვარე წუხელ, რომ უცქერდი ქალაქში,
სოფელში ვერ ვნახე, მე მგონი, ღამეა უმთვარო.
ცას კიბეს მივადგამ, ვარკვლავებს ღრუბლებით გადავშლი, –
იქნება გაწვიმდეს?! წვიმაში არმოსვლა ვიჩქარო....

ძაღლი ჰყეფს ჭინჭრიან, უკაცოდ დარჩენილ ორღობეს,
დავწერე რაღაც და შენ, მგონი, ნაწერსაც დახედე.
შეხვედრა რად მინდა? – ისედაც მოგაგნებ როგორმე
და ასე შორიდან მე შენზე ზრუნვასაც ვახერხებ...

დაგისხამ ჩაის და მურაბას ჩაგიყრი ჟოლოთი,
რომ სევდის ვირუსი ლოგინში დატოვო ოფლივით.
თითები არ მყოფნის და მერე საათზე დროს ვითვლი,
არავის ველი და თან მაინც ვიღლები ლოდინით.

ახლა ცა უმთვარო მაგონებს ცარიელ კორიდას,
მე აქ ვარ, სოფელში... ვარსკვლავებს ვუყურებთ ორივე.
ფიქრებით გათბობ და ფიქრებით გამხნევებ შორიდან
და მანძილს ვაგრძელებ, რომ ახლოს ვერასდროს მოვიდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები