I რატომ გადაეჩვიე ფერად მომავალზე ფიქრს ბანკის ინსტრუქციებით გამოტენილო თავო ჩემო?! ასეთი მნიშვნელოვანია ხურდა, რომელსაც ოცნებების დასამარებაში გიხდიან? და აგდიხარ იმ ხის ფესვებთან, რომელსაც წლების წინ მოწყდი, მაგრამ არც ლპები, გამოფიტულ და ძალაგამოცლილ მიწას სასუქად რომ გამოადგე. II ცხოვრება, როგორც განაჩენი, ცხოვრება, როგორც შეგუება, ხვდები, რომ შუა გზაზე გაგაჩერეს. ცხოვრება, როგორც კომუნალური გადასახადი, მოდის, მაგრამ სიხარულს არ განიჭებს და ცხოვრობ ცხოვრებიდან ცხოვრებამდე, იხდი ვალს და მოვალეობის გრძნობა ცხოვრებით ტკბობაზე ძლიერია. ცხოვრება, როგორც გვიან შემოდგომით მდინარეში ჩავარდნილი კაკალი, რომელშიც წყვილი ლებანი შეკეტილა და ელოდება, როდის შეამსხვრევს დინება კლდეებს. ჩემი კედლები კერკეტია, მეტი სივრცეა მარტოლებნისთვის, მაგრამ შიგნიდან ვიმსხვრევი მაინც. ცხოვრება, როგორც კიდობანი. ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ქვრივის თვალებში გაბნეული სიკვდილი, ჯერ კიდევ გრძნობს, რომ ცოცხალია და ფანჯრის მინას, როგორც კაცის მკერდს, შუბლით ეყრდნობა. ყინვა ჩაღვრილი მის სხეულში სიცარიელის და მარტოობის ექოა თითქოს. ცხოვრება როგორც ხალხირასიტყვის. III თითქოს დგახარ გაჩერებაზე, ორ წუთში ერთხელ გამოჩნდება ავტობუსი, ჩაგიქროლებს და გამონაბოლქვთან ერთად იმედგაცრუებით გამოწვეულ სიკვდილს ისუნთქავ. სხვა ავტობუსს მიყავხარ, სხვა რამეზე ფიქრობ, სხვა რაღაც გტკივა და აღარც გახსოვს, რომ ბავშვობაში სხვა მანქანებით თამაშობდი, შენი ფიქრები ფერად სათამაშოებს არ სცდებოდა და არაფერი გტკიოდა გადაყვლეფილი მუხლების მეტი. გაიზარდე და დღეს შენით თამაშობენ, გაიზარდე და დღეს შენზე თამაშობენ, გაიზარდე და აღარ გხიბლავს ეს მოსაწყენი დიდობანა. უკვე სამსახურში ეჩქარებათ შენს ძირგაცვეთილ ფეხსაცმელებს, საათის ისრებს აჰყოლია შენი ნაცემი მაჯისცემა. ცხოვრება, როგორც გადარბენა. IV დილიდან საღამომდე საბუთები, დილიდან საღამომდე კლიენტურა, ღამიდან დილამდე კი არაფერი მოგონილ სამყაროში შობილი იმედების გარდა. დილით ისევ სამსახურში გეჩქარება და ვერც კი ამჩნევ მაჯის საათს დაშტერებული, შენი დანიშნულების ადგილი წლებთან ერთად მოვალეობის მოხდის ადგილად იქცა. V იქნებ ჯერ კიდევ შეგიძლია, იქნებ ჯერ კიდევ არ მომკვდარხარ, იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება შენში პოეზიის გადარჩენა? სად იყო შეცდომები, როდის რა შეგეშალა, იქნებ არ შეიმჩნიე, იქნებ ვერ შეამჩნიე? - სხვა გაჩერებაზე დაუწყე მოლოდინი ავტობუსს, რომელიც შენ თავთან მიგიყვანდა. არა-და შეგიყვარდა ის გზები, ის გეზები, არასდროს რომ გინახავს აღთქმული მიწასავით. VI აცნობიერებ ცვლილებების საჭიროებას, მაგრამ ისეთი უძლური ხარ, მაგრამ იმდენად შეძრული ხარ, ცვლილებებიც კი გეზარება. ეს ლექსიც ალბათ სატყუარაა თავს რომ მიუგდე ლაბირინთში და გასასვლელსაც რომ მიაგნო ახალ კედლებს გამოიგონებ,- აი, სიმართლე. სულის უწონადობა განცდილი გქონდა, მაგრამ დგახარ მიწაზე მყარად და თავისუფალ ვარდნას აგრძელებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. "რატომ გადაეჩვიე ფერად მომავალზე ფიქრს ბანკის ინსტრუქციებით გამოტენილო თავო ჩემო?! ასეთი მნიშვნელოვანია ხურდა, რომელსაც ოცნებების დასამარებაში გიხდიან?"
სწორედ ამას ვეუბნები ყოველ დილით ჩემს თავს :) წარმატებები :) "რატომ გადაეჩვიე ფერად მომავალზე ფიქრს ბანკის ინსტრუქციებით გამოტენილო თავო ჩემო?! ასეთი მნიშვნელოვანია ხურდა, რომელსაც ოცნებების დასამარებაში გიხდიან?"
სწორედ ამას ვეუბნები ყოველ დილით ჩემს თავს :) წარმატებები :)
28. სევდიანი რეალობა + სევდიანი რეალობა +
27. ასეთი მნიშვნელოვანია ხურდა, რომელსაც ოცნებების დასამარებაში გიხდიან?
ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ქვრივის თვალებში გაბნეული სიკვდილი, ჯერ კიდევ გრძნობს, რომ ცოცხალია და ფანჯრის მინას, როგორც კაცის მკერდს, შუბლით ეყრდნობა. ყინვა ჩაღვრილი მის სხეულში სიცარიელის და მარტოობის ექოა თითქოს. ცხოვრება როგორც ხალხირასიტყვის.
სულის უწონადობა განცდილი გქონდა, მაგრამ დგახარ მიწაზე მყარად და თავისუფალ ვარდნას აგრძელებ.
არმენ!მიყვარხარ თქო!5+++++ და დიდი მოკითხვები შენ!
ასეთი მნიშვნელოვანია ხურდა, რომელსაც ოცნებების დასამარებაში გიხდიან?
ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ქვრივის თვალებში გაბნეული სიკვდილი, ჯერ კიდევ გრძნობს, რომ ცოცხალია და ფანჯრის მინას, როგორც კაცის მკერდს, შუბლით ეყრდნობა. ყინვა ჩაღვრილი მის სხეულში სიცარიელის და მარტოობის ექოა თითქოს. ცხოვრება როგორც ხალხირასიტყვის.
სულის უწონადობა განცდილი გქონდა, მაგრამ დგახარ მიწაზე მყარად და თავისუფალ ვარდნას აგრძელებ.
არმენ!მიყვარხარ თქო!5+++++ და დიდი მოკითხვები შენ!
26. დიდი მადლობა, მეგობრებო! ვაფასებ ყველა გულახდილი კომენტარის ავტორს და მადლობას ვუხდი! დიდი მადლობა, მეგობრებო! ვაფასებ ყველა გულახდილი კომენტარის ავტორს და მადლობას ვუხდი!
25. მოჩვენება შენ კიდევ ცოცხალი ხარ? :დ :)))) მოჩვენება შენ კიდევ ცოცხალი ხარ? :დ :))))
24. მე არ მომეწონა. უმუღამო ლექსია. ფინალიც არ არის შთამბეჭდავი ჩემი აზრით.
მაგრამ ისეთი უძლური ხარ, მაგრამ იმდენად შეძრული ხარ, -> ამ მომენტმა მომკლამ :|. მე არ მომეწონა. უმუღამო ლექსია. ფინალიც არ არის შთამბეჭდავი ჩემი აზრით.
მაგრამ ისეთი უძლური ხარ, მაგრამ იმდენად შეძრული ხარ, -> ამ მომენტმა მომკლამ :|.
23. ძალიან დამაინტერესა და მომეწონა +2 ძალიან დამაინტერესა და მომეწონა +2
22. რა კარგად დახატეთ "ეს მოსაწყენი დიდობანა!" თანაც, მხოლოდ ერთადერთი ფერის__ნაცრისფერის გამოყენებით! რა კარგად დახატეთ "ეს მოსაწყენი დიდობანა!" თანაც, მხოლოდ ერთადერთი ფერის__ნაცრისფერის გამოყენებით!
21. მშვენიერია, არმენ. ამ ციფრებიანი პროფესიის პოეტურად გამოწრთობა არაა იოლი საქმე, შენ კი მშვენივრად გაართვი თავი. გულწრფელობა-გულწრფელობად "მუშაობს", ცხოვრებზე ფიქრი-ფიქრად და ამ ორ განსხვავებულ ნაპირთა, ბანკირობისა და პოეზიის გადამბმელი ხიდი - ლექსი - მტკიცეა. 5-იანი ჩემგან! მშვენიერია, არმენ. ამ ციფრებიანი პროფესიის პოეტურად გამოწრთობა არაა იოლი საქმე, შენ კი მშვენივრად გაართვი თავი. გულწრფელობა-გულწრფელობად "მუშაობს", ცხოვრებზე ფიქრი-ფიქრად და ამ ორ განსხვავებულ ნაპირთა, ბანკირობისა და პოეზიის გადამბმელი ხიდი - ლექსი - მტკიცეა. 5-იანი ჩემგან!
20. ძალიან დიდი სიყვარულით ჩემი მაქსიმუმი :* ძალიან დიდი სიყვარულით ჩემი მაქსიმუმი :*
18. მე პირველად წავიკითხე ახლა, რა თქმა უნდა კრებული არ მაქვს, აბა მე საიდან ? . . . ყველა საკონკუროსდან რაც წავიკითხე, ეს ყველას ჯობია. ბანკის ინსტრუქიებზე რომ იყოს აწყობილი რაღაც-რაღაცები აჯობებდა ნამდვილად. უწვრილმანესი დეტალებიც კი გათვლილია და შვეიცარული საათის მეანიზმივით მუშაობს. სხვაგან ქაოსი არა და არ თავდება.
მე პირველად წავიკითხე ახლა, რა თქმა უნდა კრებული არ მაქვს, აბა მე საიდან ? . . . ყველა საკონკუროსდან რაც წავიკითხე, ეს ყველას ჯობია. ბანკის ინსტრუქიებზე რომ იყოს აწყობილი რაღაც-რაღაცები აჯობებდა ნამდვილად. უწვრილმანესი დეტალებიც კი გათვლილია და შვეიცარული საათის მეანიზმივით მუშაობს. სხვაგან ქაოსი არა და არ თავდება.
17. ჰო, ცხოვრებაა ეს. კარგი ლექსია. ჰო, ცხოვრებაა ეს. კარგი ლექსია.
16. დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ კითხულობთ!
მე ასე არ ვიტყოდი, ციცი. სავარაუდოდ ჟიურის ნაწილს მოეწონა, მეორე ნაწილს - ნაკლებად. ამაში არც რამეა გასაკვირი, არც ტრაგედიის შექმნა ღირს ამ ამბიდან. ყველას თავისი სუბიექტური აზრი გააჩნია.
მე კი დიდი ინტერესითა და გათვალისწინების მზადყოფნით მივიღებდი კონკრეტულ შენიშვნებს, განსაკუთრებით ჟიურის იმ წევრისგან, რომელიც მიყვარს, როცა სურვილი და საამისო დრო ექნება :) :) თუმცა, ცხადია, ყველა შენიშვნას ინტერესით მოვეკიდები და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ ნებისმიერი მკითხველისგან.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ კითხულობთ!
მე ასე არ ვიტყოდი, ციცი. სავარაუდოდ ჟიურის ნაწილს მოეწონა, მეორე ნაწილს - ნაკლებად. ამაში არც რამეა გასაკვირი, არც ტრაგედიის შექმნა ღირს ამ ამბიდან. ყველას თავისი სუბიექტური აზრი გააჩნია.
მე კი დიდი ინტერესითა და გათვალისწინების მზადყოფნით მივიღებდი კონკრეტულ შენიშვნებს, განსაკუთრებით ჟიურის იმ წევრისგან, რომელიც მიყვარს, როცა სურვილი და საამისო დრო ექნება :) :) თუმცა, ცხადია, ყველა შენიშვნას ინტერესით მოვეკიდები და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ ნებისმიერი მკითხველისგან.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
15. მომწონს ?.ძალიან კარგი ლექსია...5 მომწონს ?.ძალიან კარგი ლექსია...5
14. ჩემი ფავორიტი ლექსია,ერთერთი გამორჩეული ლექსი,რაც წლევანდელ გამოფენაზე იყო.იქაც წავიკითხე,მერეც კრებულში არაერთხელ. მიხარია,რომ ახლოა ამ ავტორის შემოქმედება და რომ გავიცანი პირადად,ეგეც განსაკუთრებულად მიხარია :)
ჩემი ფავორიტი ლექსია,ერთერთი გამორჩეული ლექსი,რაც წლევანდელ გამოფენაზე იყო.იქაც წავიკითხე,მერეც კრებულში არაერთხელ. მიხარია,რომ ახლოა ამ ავტორის შემოქმედება და რომ გავიცანი პირადად,ეგეც განსაკუთრებულად მიხარია :)
13. რა ძალიან მომეწონა. Eს თუ ჟიურიმ ვერ იგრძნო, მაშ რა მოეწონა? Mე მაქსიმუმი ჩემდათავად 5 ))) რა ძალიან მომეწონა. Eს თუ ჟიურიმ ვერ იგრძნო, მაშ რა მოეწონა? Mე მაქსიმუმი ჩემდათავად 5 )))
12. მეტად ნაცნობი, საჭირბოროტო სიტუაცია და ფიქრებია :))
რაც მთავარია კარგად გადმოცემული.
მეტად ნაცნობი, საჭირბოროტო სიტუაცია და ფიქრებია :))
რაც მთავარია კარგად გადმოცემული.
11. ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014
კარგი ხარ არმენ ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014
კარგი ხარ არმენ
10. ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014
კარგი ხარ არმენ ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 მაისი, 2014
კარგი ხარ არმენ
9. ემოციურობის და პრაგმატიზმის ბეწვის ხიდზე გავლით შექმნილი ლექსი.
არმენ, მოაზროვნევ შენა! :)
ისა და ილიაც რომ ბანკში მუშაობდა, ხომ იცი?! მეტიც- თავად შექმნა პირველი ბანკი და მგონი, სულაც მისი ბრალია შენ რომ ახლა ბანკის ინსტრუქციებით თავგამოტენილი წერ ასეთ ლექსებს! :)
ემოციურობის და პრაგმატიზმის ბეწვის ხიდზე გავლით შექმნილი ლექსი.
არმენ, მოაზროვნევ შენა! :)
ისა და ილიაც რომ ბანკში მუშაობდა, ხომ იცი?! მეტიც- თავად შექმნა პირველი ბანკი და მგონი, სულაც მისი ბრალია შენ რომ ახლა ბანკის ინსტრუქციებით თავგამოტენილი წერ ასეთ ლექსებს! :)
8. მიმაქვს დღიურში :)) მიმაქვს დღიურში :))
7. ძალიან მომწონს, აი ესაა აზრიანი და წასაკითხად რომ ღირს ის პოეზია სულის სიღრმემდე ვარ შეძრული++ ძალიან მომწონს, აი ესაა აზრიანი და წასაკითხად რომ ღირს ის პოეზია სულის სიღრმემდე ვარ შეძრული++
6. აცნობიერებ ცვლილებების საჭიროებას, მაგრამ ისეთი უძლური ხარ, მაგრამ იმდენად შეძრული ხარ, ცვლილებებიც კი გეზარება. ეს ლექსიც ალბათ სატყუარაა თავს რომ მიუგდე ლაბირინთში და გასასვლელსაც რომ მიაგნო ახალ კედლებს გამოიგონებ,- აი, სიმართლე.
არაერთხელ წავიკითხე და რაც უფრო მეტჯერ ვკითხულობ, მით უფრო ჩემი ხდება. აცნობიერებ ცვლილებების საჭიროებას, მაგრამ ისეთი უძლური ხარ, მაგრამ იმდენად შეძრული ხარ, ცვლილებებიც კი გეზარება. ეს ლექსიც ალბათ სატყუარაა თავს რომ მიუგდე ლაბირინთში და გასასვლელსაც რომ მიაგნო ახალ კედლებს გამოიგონებ,- აი, სიმართლე.
არაერთხელ წავიკითხე და რაც უფრო მეტჯერ ვკითხულობ, მით უფრო ჩემი ხდება.
5. ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ლექსი, კრებულში რომ წავიკითხე. ეს ნათქვამი მაქვს უკვე ავტორისთვის, მაგრამ მომინდა კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა. :)
ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ლექსი, კრებულში რომ წავიკითხე. ეს ნათქვამი მაქვს უკვე ავტორისთვის, მაგრამ მომინდა კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა. :)
4. მეც მიყვარს ეს. დღეში ასჯერ, ათასჯერ მიფიქრია ამ თემაზე. ბოლო სტროფი ხომ საერთოდ ბოლო წერტილია.
"დგახარ მიწაზე მყარად და თავისუფალ ვარდნას აგრძელებ."
გკითხულობ.
++ მეც მიყვარს ეს. დღეში ასჯერ, ათასჯერ მიფიქრია ამ თემაზე. ბოლო სტროფი ხომ საერთოდ ბოლო წერტილია.
"დგახარ მიწაზე მყარად და თავისუფალ ვარდნას აგრძელებ."
გკითხულობ.
++
3. "დილიდან საღამომდე საბუთები, დილიდან საღამომდე კლიენტურა, ღამიდან დილამდე კი არაფერი მოგონილ სამყაროში შობილი იმედების გარდა. დილით ისევ სამსახურში გეჩქარება და ვერც კი ამჩნევ მაჯის საათს დაშტერებული, შენი დანიშნულების ადგილი წლებთან ერთად მოვალეობის მოხდის ადგილად იქცა."
აი არმენ, ამაზე გითხარი იქაც:)
"დილიდან საღამომდე საბუთები, დილიდან საღამომდე კლიენტურა, ღამიდან დილამდე კი არაფერი მოგონილ სამყაროში შობილი იმედების გარდა. დილით ისევ სამსახურში გეჩქარება და ვერც კი ამჩნევ მაჯის საათს დაშტერებული, შენი დანიშნულების ადგილი წლებთან ერთად მოვალეობის მოხდის ადგილად იქცა."
აი არმენ, ამაზე გითხარი იქაც:)
2. არ დამეზარება. წაკითხული მაქვს. ბევრჯერ თანაც. ბევრჯერ "შემიყვარდა" ეს ლექსი და ბევრჯერ გავიოცე მისი ვერნახვა ფინალურ ეტაპზე. ბევრჯერ ვიფიქრე, როგორი დამთხვევით ვიტყოდი იგივეს. მერე რაა რომ ბანკში არა და სხვაგან დამავიწყდა უწონადობა... :( არ დამეზარება. წაკითხული მაქვს. ბევრჯერ თანაც. ბევრჯერ "შემიყვარდა" ეს ლექსი და ბევრჯერ გავიოცე მისი ვერნახვა ფინალურ ეტაპზე. ბევრჯერ ვიფიქრე, როგორი დამთხვევით ვიტყოდი იგივეს. მერე რაა რომ ბანკში არა და სხვაგან დამავიწყდა უწონადობა... :(
1. მართალია, ბევრს დაეზარება წაკითხვა მოცულობის გამო, მართალია, ბევრს უკვე წაკითხული აქვს მოცულობის მიუხედავად, მაგრამ მაინც იყოს აქ :) მართალია, ბევრს დაეზარება წაკითხვა მოცულობის გამო, მართალია, ბევრს უკვე წაკითხული აქვს მოცულობის მიუხედავად, მაგრამ მაინც იყოს აქ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|