ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივნისი, 2014


ლგბტ საზოგადოება

  ( ამ თემას ჩემი გამოხმაურებაღა აკლდა....)

თუმცა, რასაც მე ვიტყვი, მხოლოდ ჩემი აზრია  და არ ვიცი, განზოგადება  რამდენად სწორი იქნება:
რამდენიმე დღის წინ, გაკვეთილზე თემა" გაგვექცა" და თავისუფალი საუბრით მიტინგებს და  სქესობრივ უმცირესობებს გადავწვდით, ჰო, გამახსენდა, ევროვიზიის კვირა იყო და ტრანსექსუალი კონჩიტა ყველას პირზე ეკერა.
მეათე კლასელი მარიამი , მამა სპირიდონის, ანუ ჩემი მოძღვრის ქალიშვილია.
---მასწავლებელო, მასეთი ადამიანების  ჩამოყალიბება ბავშვობაში მათი მშობლების მიერ დაშვებული აღზრდის ბრალიაო--ამტკიცებდა გოგონა.
---ვერ დაგეთანხმები მეთქი--უარი ვუთხარი.
გაუკვირდა...
აბა ,მოდით ბავშვებო , შეგეკითხებით და  გულახდილად მიპასუხეთ მეთქი:
კარგიო---დამეთანხმნენ.

---ბექა, შენ გოგონები მოგწონს მეთქი თუ ვაჟები?----
---გოგონებიო--გაწითლდა ბექა.
--ანუკა, შენ ვის  ეპრანჭები მეთქი?
--ბიჭებსო--ახლა ანუკა გაწითლდა.
--მეც, როცა მოსწავლე ვიყავი, ბიჭი მიყვარდა და გათხოვებითაც კაცზე გავთხოვდი მეთქი---არ დავუმალე ჩემი აზრი მათ.
როდესმე რამე სხვანაირად გიფიქრიათ მეთქი?
---უჰ, არაო---აყვირდა ყველა ერთხმად.
აბა მე მომისმინეთ ახლამეთქი:
ხომ იცით, რომ ჩემი შვილები, გიგა და ნანა ტყუპები არიან. ბავშვობაში სულ ერთნაირად ვაცვამდი და ვუვლიდი, ვბანდი და
საწოლშიც ერთნაირში  ვაწვენდი. ერთ მანეჟში ვსვამდი და ყველაფერი საერთო ჰქონდათ მეთქი, მათ შორის დედის მუცელიც , სიყვარულიც და სითბოც.მაგრამ როგორც კი ნანა ერთი წლის გახდა, თოჯინა აიყვანა ხელში სათამაშოდ , მერე მეზობლის გოგონას ლამაზი კაბა დაუნახა და :
---იმაინი ბაკა მიკიდეოო....(იმნაირი კაბაო:DDD)
და გიგამ სათამაშო მანქანა  დაითრია და ......
მერე სათამაშო მანქანას  რომ არ დაჯერდა, მამამისის მანქანას  და გასაღებს დაუწყო ტრიალი მეთქი.თოფებზე და ომობანაზე რომ არაფერი ვთქვათქო.
მე საერთოდ არაფერი გამიკეთებია, მათი ჩამოყალიბებისათვის, რადგან ისინი დაიბადნენ გოგოდ და ბიჭად და არაფერს, მათი ორიენტაციის შეცვლა არ შეუძლიათ, რადგან ისინი ისეთები დაიბადნენ.
ჩვენ ხომ არ გვჭირდება, იმის მტკიცება, რომ რაც ვართ, ის ვართ?
ჩვენ ვართ და იმიტომ.....

მათთვის მეტის არაფრის მტკიცება დამიწყია, რადგან პირადად იცნობენ ჩემებს...
ზარი დაირეკა. ბავშვები ისე მისმენდნენ, ზარის ხმა არც გაუგიათ, მხოლოდ მე ავდექი და გამოვედი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები