ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2014


დავხუჭე ფანჯარა...

ღამეა, ფანჯარა იმ ქუჩას გასცქერის,
რომელიც სხეულით ნაბიჯებს მიჰყვება.
დღეს არა, არც გუშინ... მემგონი იმის წინ
ვიგრძენი ის, რასაც სხვა ვერცკი მიხვდება....

და როცა ოთახში გულაღმა ვიწექი
და გული დამფრთხალი ფეთქავდა ბეჭიდან
მე, ქუჩას ნაბიჯებს... და ქუჩა პირიქით...
მაჯაზე ფეხისხმას პულსივით მითვლიდა-

ჩემს სახელს კიოდა- და კიდევ...(არ ვიტყვი.)
(წამალი ენისქვეშ ფიქრივით გამწარდა...)
ჯერ გულში ცრემლამდე, გაგრძელდა ტკივილი
და მერე თვალებით დავხუჭე ფანჯარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები