ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2014


ოთახი

ოთახს ედება ფერ-ფლი
ფლიგელში უცხო ხალხია
ისინი მე მეძახიან

მე ჯერ ასამდე ვერ ვთვლი
მე ჩემს კუთხეში ვზივარ
ფანჯრიდან ძვრება თეთრი
კარიდან ძვრება "ცივა"

მე მაქვს პატარა ყუთი
იქ ზის ასანთის კაცი
განზომილებებს უთვლის
თავის სამყაროს ნაწილს

ჩემამდე ორი მეტ-რი
ფანჯარა არ დაკე-ტეს
ოთახში ძვრება თეთ-რი
მე ზურგით ვეძებ კე-დელს
საგნებს ვერ ვიმახსოვ-რებ
სიტყვებს ვერაფრით ვაბამ
კუთხეში ჩემთვის ქსოვენ
აბლაბუდების საბანს

არ გაიხედო გარეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები