ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2014


რაღას ამეკვიატე...

დღეს, არ ვეკუთვნი ჩემს თავს და მეტიც,
არც მოსაკითხად მეყო განწყობა,
მეგობრის.
ხო და პირდაპირ გეტყვი;
ცოტა უკლია იმ ძარღვს გაწყდომა,

რომელსაც ვითომსიმშვიდე ჰქვია
(ან უგულობას, იტყოდნენ სხვები)
ხვალ ყველაფერი
იქნება გვიან,
დღეს კი უბრალოდ მინდა და ვყვები;

ბოლო ღერივით შერჩი საფერფლეს,
(და მერე რა, თუ ხელახლა ვეძებ?...)
თავისუფლება,
მე შევიფერე-
და ნადავლივით მოვიგდე მხრებზე.

ცხოვრებას, ისევ ლექსებით ვებრძვი
და მარტოობა დარდს არ მიმატებს.
დასავიწყები,
სევდა ხარ ჩემთვის
და დილას, რაღას ამეკვიატე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები