ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: თარგმანი
5 ივნისი, 2014


პეპელა (1_6) Иосиф Бродский

1.
ვთქვა, რომ მოკვდი?
მაგრამ განა რა იცოცხლე?
რამოდენა სევდას იტევ,
მგონი უფრო
ირონიას შემოქმედის?!
ძლივს წარმოვთქვამ ახლა სიტყვას_
"იცოცხლაო",
როცა მუჭში გამეფანტე.
კიდეც მეუხერხულება
გამოვქვითო ეს ერთი დღე,
იმ სათვალავს მცირე ვადის,
განგებამ რომ მოგაკუთვნა.

2.
რა არიან დღენი ჩვენთვის?
_არაფერი!
ვერაფრით რომ დაამაგრებ,
თვალსაც კი ვერ დაანაყრებ
და მიქრიან,
უხილავი სხეულებით,
მათ უკან კი თეთრი ფონი.
შენებრ სწრაფად წარმავალნი არიან
და თითქმის შენი წონაც.
ათჯერ უფრო ნაკლებები_
რომ გამოვთქვა
უფრო სწორად.

3.
არ არსებობ?
_როგორ ვიტყვი,
როცა ხელში "მიფართხალებ"
და ფერები?!
_ვერ ვუჯერებ ჩემივ თვალებს,
საუცხოო, სასწაული!
ნეტავ ვისი კარნახით ხარ
აგრერიგად მოხატული?
მე რომ ასე შემძლებოდა?!
მობუტბუტე სიტყვის კონას,
წარმოსახვაც არ მეყოფა
ამ პალიტრის შესაქმნელად.

4.
თითქოს კალმით დაგახატეს
მშვენიერი ფრინველების თვალწამწამი,
თუ მფრინავი პორტრეტი ხარ,
არ კი ვიცი, ვისი სახის ნაწილებით?
ანდა იქნებ ისიც მითხრა,
ნატურმორტის რა ნაწილის,
რომელ ნამცეცს დაატარებ?
თანაც იქნებ დამიზუსტო,
ნივთების თუ ნაყოფების ნატურმორტის?
თევზჭერისას ვამჩნევ ნადავლს,
სხვათა შორის,
მაგ შენს უნიკალურ ფრთებზე.

5.
ან იქნებ ხარ პეიზაჟი?
პეიზაჟი დიდებული,
მაგ სამყაროს, თითქოს საშვით,
დავაკვირდე იქნებ ლუპით,
რომ ვიპოვო უცხო პლაჟი,
ნიმფებით და მათი ცეკვით...
ნათელია შენთან დღის,
თუ მწუხრის ნაღველს დაატარებ?
ან რომელი მნათობია
მბრძანებელი შენი ცისა?
ან ნატურა ვინღა იყო
დახვეწილი სილუეტით?

6.
მე ვფიქრობ,
რომ იტევ ყველას,
დაატარებ შტიხებს ფრთებით
_ნივთის, სახის, ვარსკვლავების...
ვინ შეიქნა იუველირი_
წარბშეუხრელ-შუბლგახსნილი,
შენს სამყაროს რომ გვიქმნიდა
_უნიკალურს?
"აგვიყვანა" თითქოს ხელში
და გვამყოფებს სიგიჟეში...
სად შენ და სად ფიქრი შენზე?
_მეასედი მნიშვნელობით.


Бабочка

I

Сказать, что ты мертва?
Но ты жила лишь сутки.
Как много грусти в шутке
Творца! едва
могу произнести
"жила" - единство даты
рожденья и когда ты
в моей горсти
рассыпалась, меня
смущает вычесть
одно из двух количеств
в пределах дня.

II

Затем, что дни для нас -
ничто. Всего лишь
ничто. Их не приколешь,
и пищей глаз
не сделаешь: они
на фоне белом,
не обладая телом,
незримы. Дни,
они как ты; верней,
что может весить
уменьшенный раз в десять
один из дней?

III

Сказать, что вовсе нет
тебя? Но что же
в руке моей так схоже
с тобой? и цвет -
не плод небытия.
По чьей подсказке
и так кладутся краски?
Навряд ли я,
бормочущий комок
слов, чуждых цвету,
вообразить бы эту
палитру смог.

IV

На крылышках твоих
зрачки, ресницы -
красавицы ли, птицы -
обрывки чьих,
скажи мне, это лиц,
портрет летучий?
Каких, скажи, твой случай
частиц, крупиц
являет натюрморт:
вещей, плодов ли?
и даже рыбной ловли
трофей простерт.

V

Возможно, ты - пейзаж,
и, взявши лупу,
я обнаружу группу
нимф, пляску, пляж.
Светло ли там, как днем?
иль там уныло,
как ночью? и светило
какое в нем
взошло на небосклон?
чьи в нем фигуры?
Скажи, с какой натуры
был сделан он?

VI

Я думаю, что ты -
и то, и это:
звезды, лица, предмета
в тебе черты.
Кто был тот ювелир,
что, бровь не хмуря,
нанес в миниатюре
на них тот мир,
что сводит нас с ума,
берет нас в клещи,
где ты, как мысль о вещи,
мы - вещь сама.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები