ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


ქართველი მეციხოვნის სიმღერა

სალ კლდეზე ვდგავარ, ფეხები
მიგავს ფოლადის დირესა,
მკერდში ვულკანი მიფეთქავს,
თვალები მზეს ასხივებსა,
ციხესა ვგავარ მკერდნახმლევს,
ამაყად გადმომზირესა,
შუბლს ჯიღა მადგა უფლისა,
ჩემზედ ვინ გაიცინებსა?
ლიბო ვარ ჩემი წარსულის,
რაც სისხლად დამადინესა
ვარ სიყვარულის მზებუდე,
თუმც ბევრჯერ ამატირესა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები