ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2014


  ჩამოტვირთვა

მთიელი ვაჟის პასუხი

ქარს ამაუსწარ



ქარს ამაუსწარ მდელოზე

შენისა შავრა ცხენითა

ისე ამაყად ამახევლ,

ვერ გამოითქმის ენითა.

ზვიადმა, დიდ ცას ახედე,

ლაგამ დასწიე ძირსაო.

ვაჟავ, ნუ დამესიზმრები,

ნატვრად ნუ გამიხდ ძილსაო.

შენის ჩოხისა ფრიალი

მეძახის, ლანდად დამყვება,

ერთს შამხედავდე, ტიალო,

ცქერით რო გამათავხედე.

შემომსვი შენსა ცხენზედა,

გამოგყვებ თუ გინდ სულეთში,

თუ გინდა ფშავში წავიდეთ,

გინდ დავრჩეთ შენს ხევსურეთში.

მერე გვირილებს მთისასა

დამიკრეფავდე უთქმელად,

სათქმელ თავისით ხმაურობს,

ღვთისგანამცა გაქვს კურთხევა.

მოგიქარგავდი ყაჯარსა,

ნაბდის ქვეშ შევიბუდებდით,

გადაიფენდი მაჯაზე

ჩემსა თმას, მერცხალთ ბუდესა.

არც რაის დავიდარდებდი

არც ქალაქისას, არც სხვისას,

არ შავხედავდი თვალებში,

შენს გარდა, მზისავ, არვისა.

მივაწყევლიდი ქალებსა,

ვინც შაგხედავდა წამითაც,

ოღონდაც შენთან მამყოფა,

სხვა არაფერი არ მინდა!



ნინო ნადირაძე



მთიელი ვაჟის პასუხი


ქარს კიდეც ამავუსწრებ და

მინდორში გავშლი კარავსა,

მემრე წამავალ... მაგძებნი

პირმშვენიერსა ქალასა.

ცხენზე შაგისვამ... ჭენებით

გადაგატარებ ცხრა მთასა,

ბაგეს კოცნებით აგივსებ,

მკლავზედ დავიფენ მაგ თმასა.

მთაში დაგიკრეფ გვირილებს,

არ დავიშურებ ძალასა,

მე მაგიშუშებ ტკივილებს

პირმშვენიერსა ქალასა.

მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით,

გულწრფელად ვამბობ ამასა,

სხვას ქვეყნად ვერვის ნახავენ

თოლები შენისთანასა.


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები