ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


უამინდობა...

წვიმდა და სეტყვამ გადაკიდა ხეებზე ბაღი
ან ყირამალა დააყენა სკვერი ფოკუსით.
სკამები გავდნენ, უსულგულო-ცხოვრებით დაღლილ
და უპატრონოდ მიტოვებულ მოხრილ მოხუცებს

წელში... და სეტყვა (ხოშკაკალი) წარღვნის ეპითეტს,
სადღაც ფოთლებით, ცის და მიწის შუა კიდებდა
და ახლა წვიმა სველი შტრიხით რაღაც უფრო მეტს...
ქმნიდა და გავდა ბაღი თითქოს ნოეს კიდობანს.

წვიმს და ეს წვიმა ნერვებიდან ახლაც ისე მშლის,
(როგორც ნოტებში გაურკვეველს, სიტყვა; „ძიეზი“ )
შენც ამინდივით შეიცვალე ჯერ ჩემს, ლექსებში,
და ხელში შეგვრჩა; "მონატრება წვიმის, მიზეზით".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები