| ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 12 ივნისი, 2014 |
ეს დღეც ჩამთავრდა... უხეირო, უნიათო, ერთი შეხედვით არაფრის მომცემი და ვერას მთქმელი, როგორც ჰონდურასის ქალთა საფეხბურთო გუნდი... მთელი დღე უაზროდ ხეტიალში მოვლიე... საღამოს სოსო შემხვდა. სოსო ცხინვალელი ბიჭია. განათლებული, პატიოსანი, უბოროტო. დღენიადაგ დადის პატარა ურკით და ქუჩა-ქუჩა მოგროვებულ ბოთლებს აბარებს. დედამისი-ქალბატონი ცისანა, ჩემი კორპუსის წინ ძველმანებს ჰყიდის. თავი ხომ უნდა ირჩინონ. სოსო ჩემსავით თავგადაკლული გულშემატკივარია ფეხბურთის, მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გვაქვს ერთმანეთში. ის ბრაზილიას გულშემატკივრობს, მე-არგენტინას. სევდიანი, მრუმე თვალებით შემომჩივლა: -ტელევიზორი გამიფუჭდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. -რა პრობლემაა, ჩემსას გათხოვებ. მე ახალი შევიძინე, ძველს მაინც არავინ უყურებს მეთქი. ისე გაუხარდა, თითქოს ეს უკანასკნელი ტელევიზორი ყოფილიყო დედამიწის ზურგზე და სწორედ მისთვის იყო განკუთვნილი. სახლში ავირბინე. ტელევიზორს ხელი დავტაცე და დედას ვუთხარი: სოსოს უნდა ვაჩუქო მეთქი. დედამ შეიცახადა. -შვილო, ბაბუასთვის წამლის ფული არ გვქონდა და ეგ ტელევიზორი გუშინ გავყიდე, ხვალე მოაკითხავს ახალი პატრონი. გავცხარდი, გავწიწმატდი, მოულედნელად ავენთე და თვალწინ დამიდგა სოსოს სახე, რომელიც პატარა ბავშვივით იდგა და სადარბაზოსთან მელოდა. -კი, მარა... წავილუღლუღე ჩემთვის. რატომ გაყიდე ჩემს უკითხავად? რამდენად გაყიდე? ვის მიყიდე? -მაპატიე შვილო, შენი მომერიდა და ვეღარ გითხარი, რომ ფული მჭირდებოდა, ზედა მეზობელს მივყიდე 50 ლარად. არ ვიცოდი, რა მექნა... ამ დროს კარზე ზარი გაისმა. სოსოს ველოდი და ზედა მეზობელი შემეფეთა. -გამარჯობა, თქვენ ალბათ გიორგი ხართ. მე დათო ვარ, ტელევიზორის წასაღებად მოვედი. -დათო, ეხლა შევამოწმე ტელევიზორი და მგონი აღარ მუშაობს, ძალიან ვწუხვარ. ჯიბე მოვიჩხრიკე და ჩემს ბედზე 50 ლარი შევაკოწიწე. -აი, ინებეთ თქვენი ფული. -კი, მაგრამ გუშინ მუშაობდა და დღეს რა დაემართა? -არ ვიცი, განა მე არ მინდა გაყიდვა? მაგ ფულით ბაბუასთვის წამლები უნდა გვეყიდა, მაგრამ ხომ ხედავთ... -კარგი, გულცივად მიპასუხა ზედა მეზობელმა და წავიდა... აივანზე გავტრიალდი და დედას ვუთხარი: -წავალ, ზედა მეზობელს ტელევიზორს ავუტან და თან ავუხსნი, როგორ უნდა მართოს მეთქი. დედამ კმაყოფილი თვალებით შემომხედა და მითხრა: -შვილო, ამ ფულით ბაბუას წამლებს ვუყიდი და შენს საყვარელ სალათს "ოლივიეს" მოგიმზადებ. ტელევიზორი ქვევით ჩავიტანე... პირველ თამაშს სოსოსთან ერთად უნდა ვუყურო მის ტელევიზორზე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ისევ პაეზიას მივაწვები :)) ისევ პაეზიას მივაწვები :))
5. ბალახა და პროზა? ... აბა, რა გითხრა?! დიდი ვერაფერი... სიუჟეტია კარგი ბალახა და პროზა? ... აბა, რა გითხრა?! დიდი ვერაფერი... სიუჟეტია კარგი
4. ვა ვა ვააა :)) კაკიე ლიუძი /// ვა ვა ვააა :)) კაკიე ლიუძი ///
3. ხელშესავლები მომენტები იყო, მაგრამ კარგია ხელშესავლები მომენტები იყო, მაგრამ კარგია
2. :)) მთავარია არგენტინამ მოიგოს :)) :)) მთავარია არგენტინამ მოიგოს :))
1. "მის" არა - "ჩვენს ტელევიზორში".
კეთილი ამბავი.
"მის" არა - "ჩვენს ტელევიზორში".
კეთილი ამბავი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|