ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2014


* * *

წვიმს!..
გამალებით მემალება მთვარე...
მიმეტებ
ეშაფოტისთვის...
წვიმა მიქმნის რიტმს და მუსიკას...
ბოლომდე ნუღარ გამიწურავ ეჭვს და
იმედებს,
ბოლომდე ნუღარ ამიხსნი, რომ
წამზე უტყვი ხარ...

წვიმს!..
და ზოგჯერ თუ მენატრები,
არის მირაჟი...
ზოგჯერ თუ ძილში წამომცდები ...
თავს ვერ ვიტყუებ...
წვიმის წვეთები შემომიძვრა
დაღლილ ბინაში
და უნებურად გამახსენდა
ისევ სიყრუე...

წვიმს...
მიეხლება სახურავი ზეცის წერილებს,
ოთახი ბერავს ამ საღამოს
ლექსის ჰაერით...
წვიმს და
ამ ბოლოს ნერვებშიც თუ შემომერიე,
წვიმს და
ამ ბოლოს სიგიჟესთან რადგან მაერთებ,

უბრალოდ წვიმის ორთქლი მინდა გავხდე ხვალ დილით!..
თავის მოკვლისთვის არ მაკლია
ვხვდები მიზეზი...
წვიმის წვეთებით გავიზომე ცამდე მანძილი,
და ახლაც ისევ გამახსენდი,
რაღაც ისე წვიმს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს