 | ავტორი: სინა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 17 ივნისი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მთავრობა ხარ თუ "პროპკა"! თუნდ ძველი, თუნდ ახალი... ან აკრძალე თავიდანვე და საერთოდ, ან ნუ თაღლითობ! რად გინდათ ასეთი "ინვესთ მონეი"?! ერთხელ მოატყუე უცხოელი, ორჯერ, მაგრამ სამჯერ და რვაჯერ?! მერე გვეწყინება ჩვენზე ცუდს რომ იტყვიან! საზღვრებს გარეთ გაიხედეთ, თავი რომ მოგვაქვს, არადა ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით. რას ამბობენ რეალურად?! ევროპას ხელმოცარულები არ სჭრდება! ან ხალხნო თქვენ რა დაგემართათ? სტუმართმოყვარე ერიო, ნუ მაცინებთ! უმრავლესობას ამ სიტყვის მნიშვნელობაც დაავიწყდა. "ველქომ თუ ჯორჯია" -აქ მთავრდება ჩვენი სტუმართმოყვარეობა! ქართველების უმრავლესობას, საქართველოს სახელით, დავტუქსავდი და კუთხეში დავაყენებდი. გაუვსიათ "ბირჟები"! კეთილი ინებეთ, ტრაკი გაანძრიეთ და "ოფლით თქვენით მოიპოვეთ პური თქვენი"! რომ დაგიყვლეპიათ თვალები და სხვას მისჩერებიხართ. ნუ მოითბობთ ხელს სხვის გაჭირვებაზე. ერთი სილის შემოწნა არ აწყენდა მთელს ერს, რომ გამოფხიზლდნენ და თავები შეიბერტყონ. ძვირფასო სტუმართმოყვარე და მიწათმოქმედო ქვეყანა! ნება იბოძე, და ან იმოქმედე, ან სტუმრები მაინც მიიღე სათანადოდ! აღარ იცი რაღას უნდა მოელოდე. დიადი წარსული, დიადი წარსულიო!!! ვის აქვს ნაკლები კულტურა და ტრადიციები, ვის აოცებთ ამით?! დაიმსახურეთ და პატივსაც გცემენ! მოიპოვეთ! იბრძოლეთ! მთავარია ახლა რანი ხართ! რით მიაგებთ პატივს წარსულს? დიად წარსულს ღირსეული გაგრძელება სჭირდება და არა ასეთი დოყლაპიები! ქვეშ-ქვეშობა და გაიძვერობის მეტი ვერაფერი გისწავლიათ კაპიტალიზმისაგან. სადაა სამართალი, სადაა წესრიგი?! პატრიოტიზმზე ვინ საუბრობს, საერთოდ ეგ რა სიტყვაა?? ბარბარიზმია ნამდვილად, თორემ ეგ რომ არა ხომ განვეწყობოდით მის მიმართ "სენსიტიურად". ,,მგრძნობიარე" სიტყვა ჟღერადობით არ ვარგა ეტყობა და "სვეცკურად" ჩავანაცვლეთ. გული შემტკივა! გავირიშვილებულან! სიამაყე და ამპარტავნება ვერ გაგვირჩევია! "აი ფრაუდ ოფ ზეთ აი ემ ჯორჯიან"! წადით რომელიმე ქვეყანაში და განუცხადეთ... არგუმენტებითურთ. აჩევენეთ რა გაქვთ, რა შეგიძლიათ. დამიჯერეთ ნამდვილად გაგიჭირდებათ. ევროპელები, ევროპელები, პირველი ევროპელებიო. ზეზვასა და მზიას იმედად ხართ?! იმათ მოიხადეს უკვე თავიანთი ვალი - არსებობდნენ! ახლა თქვენი ჯერია. ვალი და მოვალეობა კი არ მოიხადოთ, იგრძენით, იგრძენით რომ ამ ქვეყნის შვილები ხართ და რომ ერთმანეთი გჭირდებათ! "ქართული გულის ამოძახილი"! სადღაა?! ან თავმდაბლობა?? რამდენი სიტყვა ამოგვიღია ლექსიკონიდან, თუ ვერ დავიჯერებ, მშობლებს გამორჩათ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ?! ან არასაკმარისი დოზა მოგაწოდეს?? იმედებს მიცრუებ ჩემო ქვეყანავ! სადღაა უბრალოდ ადამიანური მიდგომა, უბრალოდ თანაგრდძნობა?? ან "სვეცკურად" ტოლერანტობა?! ხალხი არა ხართ?! გადავყევით უაზრო კრედოებს და კლიშეებს, ვოთომც და ტრადიციები გვაქვა ასეთიო! სად გაგონილა შუღლი და ღალატი, ქვეშ-ქვეშობა სასარგებლო ტრადიცია ყოფილიყოს ან ქვეყნისთვის ან სხვისთვის. საკუთარი ნაკლით ნუ ამაყობთ! გამოასწორე! დაიბრუნეთ თვითშეგნება! ჯობია უბრალოდ ჯანსაღი პრინციპები ჩამოიყალიბოთ! მორალის საფეხურებიდან ეშვებით! ნუ იქცევით საცოდავ ბრბოდ! ამდენი ნიჭი და დოვლათი ნუ მიაბნ-მოაბნიეთ! იქონიე მიზანი, მოიღე მოსავალი, პირადპირ ხელს ნუ იშვერ მოწყალებისთვის! მხოლოდ ღმერთია ჩვენი მწყალობელი, მიეცი ნება იყოს გულმოწყალე. ფაქტებს ვერ შეცვლი, ევროპისა და აზიის მიჯნაზე ხარ. იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული. იყავი სრულყოფილი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მადლობთ <3 არადა ლამის თვითონაც კი დავივიწყე :/ მადლობთ <3 არადა ლამის თვითონაც კი დავივიწყე :/
27. აი ეს, მიყვარს!
აი ეს, მიყვარს!
26. ფაქტებს ვერ შეცვლი, ევროპისა და აზიის მიჯნაზე ხარ. იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული.
კარგი, ყოველთვის მომწონდა ეს ნაწერი. აგერ, ლამის ერთი წლის შემდეგ წავიკითხე და ისევ მომწონს.
ფაქტებს ვერ შეცვლი, ევროპისა და აზიის მიჯნაზე ხარ. იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული.
კარგი, ყოველთვის მომწონდა ეს ნაწერი. აგერ, ლამის ერთი წლის შემდეგ წავიკითხე და ისევ მომწონს.
24. საკუთარი ნაკლით ნუ ამაყობთ! გამოასწორეთ! დაიბრუნეთ თვითშეგნება! ჯობია უბრალოდ ჯანსაღი პრინციპები ჩამოიყალიბოთ! მორალის საფეხურებიდან ეშვებით! ნუ იქცევით საცოდავ ბრბოდ!
ფაქტებს ვერ შეცვლი, ევროპისა და აზიის მიჯნაზე ხარ. იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული. იყავი სრულყოფილი!
++ საკუთარი ნაკლით ნუ ამაყობთ! გამოასწორეთ! დაიბრუნეთ თვითშეგნება! ჯობია უბრალოდ ჯანსაღი პრინციპები ჩამოიყალიბოთ! მორალის საფეხურებიდან ეშვებით! ნუ იქცევით საცოდავ ბრბოდ!
ფაქტებს ვერ შეცვლი, ევროპისა და აზიის მიჯნაზე ხარ. იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული. იყავი სრულყოფილი!
++
23. და პირველი კომენტარიც სწორედ თქვენგან :) <3 და პირველი კომენტარიც სწორედ თქვენგან :) <3
22. ჰო ეს ჩემი სადებიუტო :)))))
ჰო ეს ჩემი სადებიუტო :)))))
21.
აი ამაზე გეუბნებოდი, ეს ნაწერი მიყვარს. :)
აი ამაზე გეუბნებოდი, ეს ნაწერი მიყვარს. :)
19. მთავრობა ხარ თუ "პროპკა"! :D უუუფ, კარგი იყო :) <3 ++ მთავრობა ხარ თუ "პროპკა"! :D უუუფ, კარგი იყო :) <3 ++
18. სადაც არ დაკარგულა გეთანხმები, მაგრამ ბევრია დაკარული.. სადაც არ დაკარგულა გეთანხმები, მაგრამ ბევრია დაკარული..
17. ეს ყველაფერი კარგია რაც დაგიწერია, მაგრამ იუმორი უფრო გადაკრავს, ვიდრე კრიტიკა,, რაც არ უნდა იყოს,
საქართველოში: ადამიანებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა , ოჯახური თუ მეზობლური დამოკიდებულება, ქართული გარემო, სითბო, გულისხმიერება უ ბ ა დ ლ ო ა! ეს ყველაფერი კარგია რაც დაგიწერია, მაგრამ იუმორი უფრო გადაკრავს, ვიდრე კრიტიკა,, რაც არ უნდა იყოს,
საქართველოში: ადამიანებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა , ოჯახური თუ მეზობლური დამოკიდებულება, ქართული გარემო, სითბო, გულისხმიერება უ ბ ა დ ლ ო ა!
15. კარგია.ნუ კარგი კი არაა ცუდია რაც აქ წერია, მაგრამ სიმართლეა და არც არაფერი ეშველება ამ საქმეს.
კარგია.ნუ კარგი კი არაა ცუდია რაც აქ წერია, მაგრამ სიმართლეა და არც არაფერი ეშველება ამ საქმეს.
14. მადლობა თ-ბ :)
კრიტიკა რას ნისშნავს, ანუ იმის წარმოჩენას რაც არ მოგვწონს და გამოსასწორებელია, კარგს არავინ უარყოფს, ანუ აქ წუხილია ამდენი კარგი პოტენციალის მიუხედავად რომ ესე ცუდად წავმართავთ ჩვენს რესურსებს..
მადლობა თ-ბ :)
კრიტიკა რას ნისშნავს, ანუ იმის წარმოჩენას რაც არ მოგვწონს და გამოსასწორებელია, კარგს არავინ უარყოფს, ანუ აქ წუხილია ამდენი კარგი პოტენციალის მიუხედავად რომ ესე ცუდად წავმართავთ ჩვენს რესურსებს..
13. ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებულია და თან მხოლოდ უარყოფითი კუთხით გყავს წარმოჩენილი. "იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული." ეს მომეწონა ძალიან. ამის გამო +2 და წარმატებების სურვილი. ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებულია და თან მხოლოდ უარყოფითი კუთხით გყავს წარმოჩენილი. "იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული." ეს მომეწონა ძალიან. ამის გამო +2 და წარმატებების სურვილი.
12. მადლობა კატიე :)
მოკლედ მარტალი ხარ, აზიელი უფრო ლოგიკური და გრამატიკულადაც სწორი ფორმა იქნებოდა, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაცია ასეთია.. :)
ევროპელი ხომ სულიერი არსებითი სახელია და იქაც იმავეს ითხოვს, მაგრამ ვინაიდან თვითონ აზია არის ამდენად სულიერი თავისი კულტურით, სულიერის თვისება მიწერილია აქ, და ამიტომ ჩავსვი ეგეთ კონტექსტში...
არ ვიცი სწორად თუ ავხსენი რაც ვიგულისხმე :/
მადლობა კატიე :)
მოკლედ მარტალი ხარ, აზიელი უფრო ლოგიკური და გრამატიკულადაც სწორი ფორმა იქნებოდა, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაცია ასეთია.. :)
ევროპელი ხომ სულიერი არსებითი სახელია და იქაც იმავეს ითხოვს, მაგრამ ვინაიდან თვითონ აზია არის ამდენად სულიერი თავისი კულტურით, სულიერის თვისება მიწერილია აქ, და ამიტომ ჩავსვი ეგეთ კონტექსტში...
არ ვიცი სწორად თუ ავხსენი რაც ვიგულისხმე :/
11. ევროპას ხელმოცარულები არ სჭრდება! არც დედამიწას!
+5... ეს სილის გაწვნა სწორედაც რომ საჭიროა.
ყველაზე ძალიან ეს ფრაზა მომეწონა "იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული." ოღონ აზიის თუ აზიელის?
თავფურცელი ევროპას ხელმოცარულები არ სჭრდება! არც დედამიწას!
+5... ეს სილის გაწვნა სწორედაც რომ საჭიროა.
ყველაზე ძალიან ეს ფრაზა მომეწონა "იქონიე ევროპელის ცივი გონება და აზიის ცხელი გული." ოღონ აზიის თუ აზიელის?
თავფურცელი
10. გეთანხმებთ, მე წლებია ევროპაში ვცხოვრობ და რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები ბევრი გვიკლია ევროპამდე გეთანხმებთ, მე წლებია ევროპაში ვცხოვრობ და რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები ბევრი გვიკლია ევროპამდე
9. მე არ ვიძახი ისინი განსაკუთრებით კარგები არიან და ეგრე ვიყოტტქო, მე ვიძახი რომ გვაქვს პრეტენზია სტუმართმოყვარეობაზე და ტურისტულ პოტენციალზე, ვიყოთ შესაბამისებითქო. და თვითონ თუ არ ვცემთ საკუთარ ქვეყანას პატივს და ნაგავს წაგმაუკუღმა ვისვრით, იმათ რაღას მოვთხოვთ?! სირცხვილია უბრალოდ რო ასეთი კულტურის მქონე ერში ეს თემა აქტუალურია და თვისთავადი არ არი სწორი ქმედება.. მე არ ვიძახი ისინი განსაკუთრებით კარგები არიან და ეგრე ვიყოტტქო, მე ვიძახი რომ გვაქვს პრეტენზია სტუმართმოყვარეობაზე და ტურისტულ პოტენციალზე, ვიყოთ შესაბამისებითქო. და თვითონ თუ არ ვცემთ საკუთარ ქვეყანას პატივს და ნაგავს წაგმაუკუღმა ვისვრით, იმათ რაღას მოვთხოვთ?! სირცხვილია უბრალოდ რო ასეთი კულტურის მქონე ერში ეს თემა აქტუალურია და თვისთავადი არ არი სწორი ქმედება..
8. და უცხოელების დამოკიდებულება უფრო თბილი გინახავთ? მაგ საკითხში არ გეთანხმებით. მართალია ძველებური მარიფათი ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ იმათთან შედარებით ამ საკითხში მეფეები ვართ. საკუთარ ძმასთან წინასწარ დარეკვა მაინც არ მჭირდება, რომ ვესტუმრო ფინჯან ყავაზე და უცხოელების დამოკიდებულება უფრო თბილი გინახავთ? მაგ საკითხში არ გეთანხმებით. მართალია ძველებური მარიფათი ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ იმათთან შედარებით ამ საკითხში მეფეები ვართ. საკუთარ ძმასთან წინასწარ დარეკვა მაინც არ მჭირდება, რომ ვესტუმრო ფინჯან ყავაზე
7. ვეთანხმები ჯაფარა77-ს, სრულყოფილი არც ადამიანები არსებობენ და არც ამ ადამიანებით დასახლებული ქვეყნები, არც ჩვენი და არც სხვისი. მედალს კი ყოველთვის ორი მხარე აქვს.:) მოწოდება კარგი იყო. ვეთანხმები ჯაფარა77-ს, სრულყოფილი არც ადამიანები არსებობენ და არც ამ ადამიანებით დასახლებული ქვეყნები, არც ჩვენი და არც სხვისი. მედალს კი ყოველთვის ორი მხარე აქვს.:) მოწოდება კარგი იყო.
6. ვაი რომ ბევრი ვერაფერი გამიკეთებია, ისე სასარგებლო, მაგრამ ვცდილობ სტუმარი მაინც მივიღო სათანადოდ :) ეს ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ დამაწერინა, ზოგჯერ მაცოფებს ქართველების აგდებული დამოკიდებულება უცხოელების მიმართ. ვაი რომ ბევრი ვერაფერი გამიკეთებია, ისე სასარგებლო, მაგრამ ვცდილობ სტუმარი მაინც მივიღო სათანადოდ :) ეს ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ დამაწერინა, ზოგჯერ მაცოფებს ქართველების აგდებული დამოკიდებულება უცხოელების მიმართ.
5. არ მინდა რამეში დაგეთანხმო, მაგრამ ვაი რომ ყველაფერში გეთანხმები. თუმცა, - მიკვირს რომ გიკვირს.
ადამიანის ბუნება ხომ ასეა მოწყობილი, კარგი გააზვიადო და დაიმახსოვრო, ცუდი კი დაივიწყო, ან სხვას დააბრალო.
საქართველოში 95% განათლებულია, უმაღლესი განათლებით, ზოგი 3-4 ითაც, სოფელი აღარავის უნდა, და მაშინ როცა ევროპაში ბოსტნებს ლამისაა აივანზე იკეთებს ხალხი, ჩვენთან 3/4 მიწისა დაუმუშავებელია. თვითონ თაობა გაიზარდა ისეთი, რომელსაც აწი მიწასთან მხოლოდ დასამარხად თუ მიიყვან.
ცნება პატრიოტიზზმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საჭიროებაც.( ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ ჩამქოლავენ)
დარწმუნებული ვარ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. სრულფასოვანი კი...
ეს ყველაფერი კარგია და +5 იც დავწერე უკვე, მაგრამ იესომ თქვა: ტალახი უმანკომ ესროლოსო და მაინტერესებს, თქვენ რა გაგიკეთებიათ საიმისო, რომ ამხელა სილა გააწნათ ერს. იმედი მაქვს, გაქვთ სათანადო საფუძველი.
პატივისცემით არ მინდა რამეში დაგეთანხმო, მაგრამ ვაი რომ ყველაფერში გეთანხმები. თუმცა, - მიკვირს რომ გიკვირს.
ადამიანის ბუნება ხომ ასეა მოწყობილი, კარგი გააზვიადო და დაიმახსოვრო, ცუდი კი დაივიწყო, ან სხვას დააბრალო.
საქართველოში 95% განათლებულია, უმაღლესი განათლებით, ზოგი 3-4 ითაც, სოფელი აღარავის უნდა, და მაშინ როცა ევროპაში ბოსტნებს ლამისაა აივანზე იკეთებს ხალხი, ჩვენთან 3/4 მიწისა დაუმუშავებელია. თვითონ თაობა გაიზარდა ისეთი, რომელსაც აწი მიწასთან მხოლოდ დასამარხად თუ მიიყვან.
ცნება პატრიოტიზზმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საჭიროებაც.( ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ ჩამქოლავენ)
დარწმუნებული ვარ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. სრულფასოვანი კი...
ეს ყველაფერი კარგია და +5 იც დავწერე უკვე, მაგრამ იესომ თქვა: ტალახი უმანკომ ესროლოსო და მაინტერესებს, თქვენ რა გაგიკეთებიათ საიმისო, რომ ამხელა სილა გააწნათ ერს. იმედი მაქვს, გაქვთ სათანადო საფუძველი.
პატივისცემით
4. არის! :) შესრულებულია :)))) მადლობა არის! :) შესრულებულია :)))) მადლობა
3. ვნახოთ თუ ვაჭარბებ, ოღონდ კორექტურა გაკეთე, აბზაცები გაასწორე და ერთმანეთისგან "ენთერ"- ით გამოყავი. კითხვადი გახადე. მიდი, ეხლავე დაუჯექი.
ერთ საათში რომ გაწკრიალებული იყოს ნაწერი! :)
ვნახოთ თუ ვაჭარბებ, ოღონდ კორექტურა გაკეთე, აბზაცები გაასწორე და ერთმანეთისგან "ენთერ"- ით გამოყავი. კითხვადი გახადე. მიდი, ეხლავე დაუჯექი.
ერთ საათში რომ გაწკრიალებული იყოს ნაწერი! :)
2. მადლობა :) მარამ მგონი აჭარბებ :))))))) მადლობა :) მარამ მგონი აჭარბებ :)))))))
1. პირდაპირ ხუთი ქულა და პირდაპირ თავფურცელი, ძალია კარგია. :) პირდაპირ ხუთი ქულა და პირდაპირ თავფურცელი, ძალია კარგია. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|