 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 ივნისი, 2014 |
ძირს სტერეოპიტები.... მთელი ცხოვრებაა ვარღვევ მას... გინდათ მოგიყვეთ, როგორ? წარმოიდგინეთ, ვარ ორმოცი წლის (პლიუსმინუს),მაგრამ ვაზროვნებ როგორც აზროვნებს თინეიჯერი, არასდროს ვკომპლექსდები და არ ვემორჩილები ძველ სტერეოტიპებს. მიუხედავად პრობლემებისა, მუდამ ვარ კარგ ხასიათზე,არა იმიტომ , რომ პრობლემებს ვერ ვხედავ, უბრალოდ ვცდილობ მზად ვიყო უარესი პრობლემისთვის და უარესთან უფრო მარტივი და ახლანდელი აბა რა მოსატანია. მყავს მეუღლე, რომელსაც ვაოცებ უკვე ოცი წელია.ვერ ვიტყვი რომ ეს გაოცება მისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ უკვე მიეჩვია, რომ ცხოვრებაში მუდო ცოლს ექსტრავაგანტული ქალი ჯობს... ვარ დედა ანუ მყავს შვილები,რომლებსაც დაბადებიდან ვზრდი დიდი სიყვარულით, მათთვის ხმაც არ ამიწევია არასდროს, არ ვზღუდავ, ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას და ყოველთვის ვექცევი მათ ისე , როგორც ჩემს თანატოლებს.
ვარ მასწავლებელი,,რომელიც არასდროს ჯდება ჩარჩოებში, არ კონსერვატორობს არც ვიზუალურად და არც აზროვნებითა და მოქმედებით,არ ვიცვამ ტრადიციულ კაბა-კოსტუმებს, ფრჩხილებს ვიღებავ შავ ფერად და გაკვეთილებსაც ვატარებ არატრადიციულად, თავისუფალ სტილში.
ახლა მივადექი ყველაზე მთავარს: ასეთად არ დავბადებულვარ. ცამეტი წლის ასაკში დავიწყე მარტო ცხოვრება, მაგრამ ამ პროცესებმა ისე დამთრგუნა,ყველაფერი თავდაყირა დადგა. მაშინ მეგონა, რომ გავიზარდე.მაშინ ერთი სული მქონდა დიდი როდის გავხდებოდი. მოკლედ თინეიჯერი არასდროს ვყოფილვარ. ვსწავლობდი საშინელ კოლეჯში,საშინელ საგნებს . ერთი სული მქონდა ეს როდის დამთავრდებოდა და როდის გავიზრდებოდი.მეცვა გრძელი კაბები, თითქმის კოჭების დაფარვამდე და მქონდა გრძელი თმა, რომელსაც დაბანასა და დაწნას მთელი "არსენალი" და შეიაღარება ჭირდებოდა. ბევრს ვფიქრობდი სიკვდილზე და საიქიო ცხოვრებაზე. ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზეც...17 წლის ასაკში მთლიანად გამიჭაღარავდა თმა, არ ვიცი, ეს ჩემი ვეგეტარიანელობის ბრალი იყო თუ უვიტამინობის,მაგრამ ჭაღარა თმით დავამთავრე უნივერსიტეტი.
ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი და როცა ნამდვილად გავიზარდე, მივხვდი რომ არც ისე მაგარი ყოფილა "დიდობა" და გადავწყვიტე სულ მუდამ ვიყო ბავშვი.
როცა ოცის ხარ, ფიქრობ რომ ორმოცამდე ჯერ კიდევ შორია...რაც გინდა და როგორც გინდა ისე იქნება და მოესწრება. და უცებ აღმოაჩენ, რომ მკლავებში შემოგაცვდა ეს წლები.
ხომ ვამბობდი, ყველაფერი ადვილად არ დაწყებულა მეთქი. თუმცა ცხოვრებამ მასწავლა, რომ გულით უნდა იცხოვრო და არა ვიზუალით.
ახლა .. ახლა ვარ ჩემს შვილებზე მეტად თინეიჯერი... უფრო მეტად მოდური.... ვაზროვნებ მათზე უფრო "უკომპლექსოდ". არასდროს ვფიქრობ სიკვდილზე. რატომ უნდა ვინერვიულო, რაც გადაუვალია. არავითარი ჩარჩოები.თუმცა ვასრულებ ყველა ტრადიციას , მაგრამ მათგან სიამოვნებას ვიღებ ტრადიციების ინტერპეტაციებში... (კომპლექსი...ეს მხოლოდ უნებისყოფო ადამიანის მოგონილია.) ვმეგობრობ ჩემზე ასაკით პატარა ადამიანებთან და ვარ მათი ჭკუის....
დრო, რომელიც ქვიშის საათივით მხოლოდ იკლებს, უნდა გავახანგრძლივო . ძირს სიბერე.........
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აბა, მე რა გითხარი? :DDD მადლობა კაკი აბა, მე რა გითხარი? :DDD მადლობა კაკი
15. აღფრთოვანებული ვარ :) აღფრთოვანებული ვარ :)
14. ჯოზეფინა, როგორ მიხარია შენი გამოჩენა. მოგიკითხეთ სიყვარულით. გამოცდილებას კი სიამოვნებით გაგიზიარებ :D რა დროს სიბერეა:))) ჯოზეფინა, როგორ მიხარია შენი გამოჩენა. მოგიკითხეთ სიყვარულით. გამოცდილებას კი სიამოვნებით გაგიზიარებ :D რა დროს სიბერეა:)))
13. აბა მე ასე ავადმყოფურად რატო მეშინია წლების ვერ ვხდები, იქნებ როგორმე გავიზიარო შენი მარტივი მიდგომა ამ საკითხისადმი :**** აბა მე ასე ავადმყოფურად რატო მეშინია წლების ვერ ვხდები, იქნებ როგორმე გავიზიარო შენი მარტივი მიდგომა ამ საკითხისადმი :****
12. მადლობა მირაჟიე:) მადლობა მირაჟიე:)
11. მართლა ძალიან გულწრფელი ნაწერია, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან... სათაურიც ძალიან მაგარი აქვს, "ოცი წლის 'ბებერი' და ორმოცი წლის 'ახალგაზრდა". მეც შემხვედრია, 22 წლის ბებერი, რომელიც თითქოს უკვე ისე დაღალა ცხოვრებამ - სიცოცხლის სურვილი მთლად დაუკარგა, ჩაუკლა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გაბედოს თვითმკვლელობა და ამავე დროს 70 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ისე სწყურია სიცოცხლე როგორც არასდროს. გააჩნია ვის როგორ გამძლეობასა და გუნებას ნისცემს ღმერთი, ყველაფერია ამაზეა...++ მართლა ძალიან გულწრფელი ნაწერია, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან... სათაურიც ძალიან მაგარი აქვს, "ოცი წლის `ბებერი` და ორმოცი წლის `ახალგაზრდა". მეც შემხვედრია, 22 წლის ბებერი, რომელიც თითქოს უკვე ისე დაღალა ცხოვრებამ - სიცოცხლის სურვილი მთლად დაუკარგა, ჩაუკლა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გაბედოს თვითმკვლელობა და ამავე დროს 70 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ისე სწყურია სიცოცხლე როგორც არასდროს. გააჩნია ვის როგორ გამძლეობასა და გუნებას ნისცემს ღმერთი, ყველაფერია ამაზეა...++
10. მარი რა კარგი იყო :) როგორ მომეწონააააა ^^ მარი რა კარგი იყო :) როგორ მომეწონააააა ^^
9. მადლობა ყველას. მე სულ გულწრფელი ვარ ჩემო კეთილი ადამიანებო. უბრალოდ ,ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ვუგებთ და არც ეგაა პრობლემა. უკომპლექსობა სულაც არაა უტიფრობა, გაიხარეთ ქალბატონო ნემეზიდა ნემე.) ჩემი მოსწავლეების სახელით მადლობას გიხდით:DDD მათი საყვარელი მასწავლებლის შექებისათვის:) მადლობა ყველას. მე სულ გულწრფელი ვარ ჩემო კეთილი ადამიანებო. უბრალოდ ,ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ვუგებთ და არც ეგაა პრობლემა. უკომპლექსობა სულაც არაა უტიფრობა, გაიხარეთ ქალბატონო ნემეზიდა ნემე.) ჩემი მოსწავლეების სახელით მადლობას გიხდით:DDD მათი საყვარელი მასწავლებლის შექებისათვის:)
8. რა გულწფელი ხარ მარი........ რა გულწფელი ხარ მარი........
7. მარი ძალიან კარგია, მომეწონა. გეთანხმები არ აქვს მნიშვნელობა წლებს, ნეტა როცა ვიზრდებით ბავშვებივით გულწრფელები ვრჩებოდეთ, მათსავით ლაღები და სულით წმინდანი. სამწუხაროდ ბევრი წლების მატებასთან ერთად, კარგავს ყველაფერ კარგს და ყოველდღიურ ჭაობში იძირებიან.
მოკითხვა!
მარი ძალიან კარგია, მომეწონა. გეთანხმები არ აქვს მნიშვნელობა წლებს, ნეტა როცა ვიზრდებით ბავშვებივით გულწრფელები ვრჩებოდეთ, მათსავით ლაღები და სულით წმინდანი. სამწუხაროდ ბევრი წლების მატებასთან ერთად, კარგავს ყველაფერ კარგს და ყოველდღიურ ჭაობში იძირებიან.
მოკითხვა!
6. ძალიან გულწრფელი ნაწერია ეს. და ძალიან მშურს უკომპლექსო ადამიანების...მისასალმებელია! (თუმცა,ზოგჯერ ადამიანებს ეს უკომპლექსობა ცუდად ესმით,უტიფრობაში არ უნდა გადავიდეს,ესაა საქმე_ზომიერება.)
რა ბედნიერები იქნებიან თქვენი მოსწავლეები...,, << ,,ვარ მასწავლებელი,,რომელიც არასდროს ჯდება ჩარჩოებში, არ კონსერვატორობს არც ვიზუალურად და არც აზროვნებითა და მოქმედებით,არ ვიცვამ ტრადიციულ კაბა-კოსტუმებს, ფრჩხილებს ვიღებავ შავ ფერად და გაკვეთილებსაც ვატარებ არატრადიციულად, თავისუფალ სტილში..." წარმატებები კოლეგა! :) ძალიან გულწრფელი ნაწერია ეს. და ძალიან მშურს უკომპლექსო ადამიანების...მისასალმებელია! (თუმცა,ზოგჯერ ადამიანებს ეს უკომპლექსობა ცუდად ესმით,უტიფრობაში არ უნდა გადავიდეს,ესაა საქმე_ზომიერება.)
რა ბედნიერები იქნებიან თქვენი მოსწავლეები...,, << ,,ვარ მასწავლებელი,,რომელიც არასდროს ჯდება ჩარჩოებში, არ კონსერვატორობს არც ვიზუალურად და არც აზროვნებითა და მოქმედებით,არ ვიცვამ ტრადიციულ კაბა-კოსტუმებს, ფრჩხილებს ვიღებავ შავ ფერად და გაკვეთილებსაც ვატარებ არატრადიციულად, თავისუფალ სტილში..." წარმატებები კოლეგა! :)
5. გამოცდაზე მივდივართ დღეს მე და ჩემი შვილი, ნუ მე უბრალოდ მივყვები:) და გვჭირდება წარმატებები. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა... გამოცდაზე მივდივართ დღეს მე და ჩემი შვილი, ნუ მე უბრალოდ მივყვები:) და გვჭირდება წარმატებები. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა...
4. მოგიკითხე :) მოგიკითხე :)
2. როგორც ყოველთვის..... როგორც ყოველთვის.....
1. დასაფასებელია ეს გულწრფელობა :)
დასაფასებელია ეს გულწრფელობა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|