ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


დასაქმებული კურდღელი (არაკი) ასი სიტყვა

              დასაქმებული კურდღელი
                        (არაკი)
  ნაცარა კურდღელს ცანცარა ცოლი შეუჩნდა:
  - წადი კაცო! არჩევნებია, მარაქაში გაერიე, ამდენი ხნის უმუშევარი იქნებ ვინმემ
დაგასაქმოსო.
  ისიც ადგა და წავიდა. წინ მხეცების ჯგუფს გადააწყდა. ყვავი ტრიბუნაზე ასულიყო და
წინასაარჩევნოდ დაპირებებს ბლომად იძლეოდა.
კურდღელმა მიაყურა. მართალია, მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ საუბარ-
მა მოხიბლა. ეს მიშველის თუ მიშველისო გაიფიქრა და მორცხვად ჰკითხა:
  - ხმა რომ მოგცე თუ დამასაქმებო?
  - ხმა მომეცი და არჩევნების შემდეგ დაგასაქმებო - მიუგო ყვავმა.
  გამოხდა ხანი, ყვავი ,,სამხეცეთში" აირჩიეს. კურდღელმა იფიქრა მეშველაო და იმ ხეს
მიადგა რომელზეც ყვავი იჯდა.
  მან ზემოდან დახედა და დაასკინტლა.
  ტყეში ხმა დაირხა, ყვავმა საწყალ კურდღელს კეთილი საქმე უყო და დაასაქმაო.
  ზოგი შურით გასკდა, ზოგოც ,,სიცილით მოკვდა.”
                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები