ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2014


მთავარია ბოლო მოგონება - გაალამაზე ის!

        ბანალურად თბილი ოქტომბრის დილა, კლასიკური მუსიკა სულში და არცერთი ბზარი!
        ლამაზად მოხაზული ასოები..
        ფერები;
        ლიმონი, ბანანი..
        რა ხანია სიცოცხლეს არ შევხებივარ!
        მზის შუქისგან თვალები არ მომიჭუტავს..
        მხოლოდ ,,ქვესკნელი", მაგრამ მაინც ყოველ წუთს ბედიერი ვარ!
        შენ სულ ჩემთან ხარ.
        მხოლოდ  შენთან მიხაროდა სიცოცხლე.
        ახლა მარტოსაც გამიხარდა.
        ახლა სრულყოფილი ვარ! (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაკერი ,,მიმშვენებს" ზურგს.)
        თავი ბავშვი მგონია - უცოდველი, არადა ლექციაზე მაგვიანდება..
        ადამიანებს, მათ მოფუსფუსე მოძრაობას თითქოს კამერის ობიექტივიდან ვუმზერ და საუნდტრეკად სიმფონიური ორკესტრის ვარიაციები ადევს.
        აღარც ისე ლამაზი ასოები..
        ემოციები ლამაზი;
        ლამაზი ადამიანები;
        ლამაზი ტკივილი;
        ლამაზი სითბო და თბილი სილამაზე.
        სურათი ჩარჩოში და ჩიტი გამოფრინდება, არა, ობიექტივიდან არა...
        სულიდან!
        ლაღი, დროში გაჩერებული, ანუ თავისუფალი!
        აი, ეს არის აღმაფრენა!
        ავტობუსის გადაფხეკილი საზურგეები და ცოტა თვალთმაქცობა შეზავებული.
        უფრო მეტი, ტექნიკური თვალთმაქცობა და გადალახული მცირე ტექნიკური თვალთმაქცობა, არასულისმიერი.
        მაღალი აკორდები, თავმდაბლობა და ღმერთი ჩემს ტაძარში!
        მადლობა!
        მადლიერება,
        სუნთქვა, შეგრძნებით რომ სუნთქავ და დაბალი ხედებით მაღალფარდოვანი სანახაობა :)
        აღზრდილი სული!
        და გაზრდილი ამბიციები..!
        კლასიკურ მუსიკას მოპარული ოვაციები მე, - თვითკმაყოფილი და ინდური სანელებლები. <3
        მცირე პაუზა და ვიწყებთ..
        დუბლი 2, სცენა...
        განათებულია
        მე, შენ და ჩვენ!
        სამი ფოთოლი და ბევრი სიყვარული!
        ოდესმე ამასაც გაიგებ, ახლა იგრძნობ მხოლოდ..!
        ჩემი ყველგან შენ ხარ!
        ღიმილი,
        და ელემენტი მიჯდება..
        ელექტრო მუხტი
        ერთი, ორი, სამი...
        ცრემლები!
        გელოდები!
        შენი ღიმილიანი მე :)
        გკოცნი!
     
     
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები