ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2014


ინსომნია (ისევ)

ათინათი ისევ იგვიანებს მოსვლას
და სიზმარიც - ძილში - ყოვლად უმიზეზო...
ძილ-ღვიძილში ვმარცვლავ ფიქრის კრიალოსანს,
მხოლოდ ერთი მიზნით: დაძინება შევძლო.

თუმცა, ბოლოს მაინც მჯობნის ინსომნია:
ძილისათვის, ცდილობს, დამენანოს ეს დრო, -
საფიქრად რომ მართლაც უფრო იოლია,
ვიდრე ჩემს სიზმრებთან ომი - უმიზეზო...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები