 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2014 |
ხანდახან ხდება: ბეჭზე შალმოდებული და ნეტარი ამ ცხოვრებისგან, ზიხარ და ფიქრობ:
ირგვლივ და ყველგან მთები არის ცად აზიდული, ლამაზი, მუდამ მყინვარიანი და ჯიშიანი. პატარძალივით ამაყია, ხელშეუხები... მისი სითეთრე ძვალს გიტეხავს , გითრთოლებს აზრებს, ღრუბლებთან იყოფს ცის ლაჟვარდებს ... ამაყობ მისი სიდიადით და იწყებ ნატვრას... მერე იღებ ფუნჯს და ყველა შტრიხით დაიწყებ ხატვას...
მაგრამ ხანდახან, გააჩნია განწყობას ...ალბათ...
ზოგჯერ ისინი საოცრად ჯმუხი, ავად მზირალი და პირქუშია. მშობელი ზვავთა და მეწყერთა , უბედურების სათავე და თანაც მოწმე. არშეკავება კვლავ სტიქიის... უძლური ნებით, არ შეუძლია აარიდოს ეს თავდასხმა ადამიანებს, და ამით მუდამ იმსახურებს მხოლოდ წყევლას და პატარავდება ყველას თვალში გოროზი მთები...
ზოგჯერ შილიფად ხარ ჩაცმული სანაპიროზე, და მზის სიმხურვალე აღაგზნებს ფიქრებს:
რა ლამაზია ზღვა, რომელიც ლურჯად ლივლივებს, აღძრავს სიმშვიდის , სილამაზის უნაზეს განცდებს, ქალბატონივით თავს იწონებს , გეალერსება, თან უცოდველობს და კეკლუცობს, რარიგად გაბნევს...
თუ ხარ ცამეტის ან თვრამეტის (ჰა და ჰა ოცის) გხიბლავს, გიზიდავს და გაცდუნებს როგორც ავსული. ცდილობს ჩაგიკრას ხარბი გულით, წყალში ჩასული, ძლიერად გახვევს სახეზე, მკერდზე თავის საცეცებს და ფსკერზე გითმობს სამუდამო ვნების სარეცელს . სამოცის თუ ხარ, სამოცდაათის ანდა ნაკლების, შენ სული გტკივა, რომ ჩაგიყლაპა ავხორცმა ზღვამ შენი ბადიში, ვერშესახები გაგიხადა მისი სხეული და დაგიკარგა ბორცვი, მიწის, უძვირფასესი.
გძულს მაშინ ზღვა და აღარ გინდა , რომ დაინახო მისი სიმშვიდე , სილამაზე და პირფერობა, როცა ღელვისას ფეხს გილოკავს, გელამუნება , გძულს ყველა მითი მასზე თქმული და გამოწვევა...
ალბათ, განწყობას გააჩნია... ან მედლის მხარეს... ან იმას, დილით რომელ ფეხზე დადგი ნაბიჯი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ჯაფარ. მადლობა ჯაფარ.
4. ამ ავტორთან მომწონს ის რომ არცერთი ლექსი ერთმანეთს არ ჰგავს, არც შესრულების მანერით, არც შინაარსით. აქაც იყო კარგი ადგილები. მომეწონა. ამ ავტორთან მომწონს ის რომ არცერთი ლექსი ერთმანეთს არ ჰგავს, არც შესრულების მანერით, არც შინაარსით. აქაც იყო კარგი ადგილები. მომეწონა.
3. ძალიან დიდი მადლობა :) თუნდაც სამი სიტყვა რომ მოგეწონოთ, (თქვენობით არა, უბრალოდ მრავლობითში), მე მაინც ბედნიერი ვარ ! ძალიან დიდი მადლობა :) თუნდაც სამი სიტყვა რომ მოგეწონოთ, (თქვენობით არა, უბრალოდ მრავლობითში), მე მაინც ბედნიერი ვარ !
2. მომიტევოს ავტორმა რომ მომიწია ნაწერის გაყოფა ერთგვარად, ანუ ჩემი შეხედულება უნდა გამოვხატო მხოლოდ მეორე ნახევარის მიმართ და ეს მეორე ნახევარი აქედან არის პირობითად: ,,რა ლამაზია ზღვა, რომელიც ლურჯად ლივლივებს, აღძრავს სიმშვიდის და სილამაზის უნაზეს განცდებს, ქალბატონივით თავს იწონებს , გეალერსება, თან უცოდველობს და კეკლუცობს, რარიგად გაბნევს...''- დასასრულის ჩათვლით.
კარგი გამოკვესებები შევამჩნიე შიგადაშიგ.
ისე ორიგინალურ სათაურს გვერდი ვერ ავუარე :D :D
წარმატებები ავტორო. პატივისცემით ჩემი ქულათა შესაძლებლობების ნახევარი :) მომიტევოს ავტორმა რომ მომიწია ნაწერის გაყოფა ერთგვარად, ანუ ჩემი შეხედულება უნდა გამოვხატო მხოლოდ მეორე ნახევარის მიმართ და ეს მეორე ნახევარი აქედან არის პირობითად: ,,რა ლამაზია ზღვა, რომელიც ლურჯად ლივლივებს, აღძრავს სიმშვიდის და სილამაზის უნაზეს განცდებს, ქალბატონივით თავს იწონებს , გეალერსება, თან უცოდველობს და კეკლუცობს, რარიგად გაბნევს...``- დასასრულის ჩათვლით.
კარგი გამოკვესებები შევამჩნიე შიგადაშიგ.
ისე ორიგინალურ სათაურს გვერდი ვერ ავუარე :D :D
წარმატებები ავტორო. პატივისცემით ჩემი ქულათა შესაძლებლობების ნახევარი :)
1. ალბათ, განწყობას გააჩნია... ან მედლის მხარეს... ან იმას, დილით რომელ ფეხზე დადგი ნაბიჯი...
ნამდვილად ასეა,გეთანხმები. წარმატებები + + ალბათ, განწყობას გააჩნია... ან მედლის მხარეს... ან იმას, დილით რომელ ფეხზე დადგი ნაბიჯი...
ნამდვილად ასეა,გეთანხმები. წარმატებები + +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|