ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2014


ც.წ. -ს

იყავი მუდამ თავთან მორიგე
მოთამაშე და თამაშის მეტრი -
ყოფდი მუდმივად შენს თავს ორ კიდედ...
და რომელ მათგანს უნდა ვყოფნიდე?
ან შენი აზრით, მე რომელს ველტვი? -

სულის ძახილად (ო, "ამო"-ს არა!)
რომ გადაურბენს კიდიდან კიდეს
და ყურთა სმენას საამოდ ნამავს?
თუ ბავშვს - თამაშში გართულ ონავარს,
რომელიც უნდო ოცნებებს მისდევს?..

ან რა თამაში თავს დავუწესო,
რომ კიდე-განი დავკარგო და შენც:
ყველასთან "ოდნავ" უკიდურესო,
შეგხვდე მსგავსებით და შენს გულს ეცნო,
სევდა, რომელიც ჩემს გულში ვხარშე...

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები