ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2014


ქოხი იყოს ოღონდ...

ერთ ქოხს ავაგებდი, ალბათ ალიზით და
ჭერს გადავხურავდი ჩალით (იქნებ) ისლით...
მერე ლექს დავწერდი (ისეთს) ხალისიანს,
ჯერ რომ არა თქმულა, არსად არავისთვის.

ბელტი ამოჭრიდა მიწას, საბალიშეს
თიხას, ჩაალბობდა სოკოს შეჭამანდი...
დღე-ტყე შემომხვევდა მკლავებს მზის,საბნის, ქვეშ
მერე ხის ფოთლები ქართან გაგვჭორავდნენ...

ერთ ქოხს ავაგებდი სადმე ალიზიანს,
(რადგან სულ ერთია როდის- ანდაც როგორ...)
მინდა დაემართოს ხსოვნას „ამნეზია,“
და შენ გიღალატო!- ქოხი იყოს ოღონდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები