ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2014


"ვისთვის" არაფრის მთქმელი

გაუფერულდა ჩვენში გრძნობები
და ამ ცრემლებმაც დაკარგეს ხიბლი
მეოცნებენი დავრჩით ცოტანი
გარე ქუჩებში ობლად რომ ვივლით

თუმცა შემოგვრჩა, არც მთლად ასეა
არ დავღუპულვართ ბოლომდე მაინც
ბოროტი ზის და შემოგვცქერს ჩუმად
გულის სიღრმეში ცუდიც და კაიც

ისევ ბრძოლობენ როგორც ოდიდგან
რომ ჩვენს სულებში დადგას კარავი
ერთერთმა მაინც იცოცხლოს ჩვენში
თუმცა ჩვენ ვრჩებით, მხოლოდ არავინ

ასე იყო და ასეც იქნება
რადგან დავთრგუნეთ ნება უფლისა
ხომ მთავარია ვიყოთ მაძღარნნი 
უცვლელ მავანად ჩვენი სუფრისა 

არც განვიკითხავ, არც თითს გავიწვდნენ
კვლავ ემოციით ვივლი მთლიანად
არც უფალს მოვთხოვ "მითხარი რისთვის?"
რისთვის შემქმენი ადამიანად

ეს გზა ვარჩიეთ, თვითონ შევქმენით
თუ ამას შექმნილს დავარქმევთ ვითომ
გაუფერულდა ჩვენში გრძნობები
და ეს ყველაფერი შევქმენით თვითონ








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები