ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2014


ვდგავარ გარინდებულ მონოლოგს მიღმა

          ერთი სული მაქვს გათენდეს ხვალინდელი საღამო.
          ჰორიზონტს მიღმა ვიხედები და ვეხები უსასრულობას!
          ვგრძნობ, მაგრამ მაინც აქ ვარ, ამ სასრულ სამყაროში...
          ვდგავარ გარინდებულ მონოლოგს მიღმა...
          მე არ მოგითხრობ!
          მე გრძნობებს გიზიარებ, დათვურ სამსახურს გიწევ!
          არ გაცდი იგრძნო თვითონვე როდისმე..
          მე შთაგაგონებ, რომ ახლავე იგრძნო ხელშეუხებელი ემოცია!

          ვერ ვხედავ ვერც თითოეულ ყვავილს, ვერც თითო ხეს, ვერც ამ გზას
          მაგრამ...
          ვგრძნობ მას როგორც ერთ მთლიანს,
          ვსუნთქავ ამ ერთსივრცეს.
          ისე ვგრძნობ, რომ სული მეყინება.
          ჩემი ცხოვრება დაუსრულებელ მრავალწერტილს გავს და ჯერაც მიკვირს, როგორ უნდა შევძლო და დავსვა მთავარი წერტილი მაშინ, როცა ბოლოსდაბოლოს მეც მოგითხრობ და გამცნობ დასასრულს.
          ხახადაღებული შავი ხვრელი და მაინც სიცოცხლისთვის ბრძოლა..!
          life is life!
          საბითუმო ფასებში დარიგებული ხვალინდელი დღე, და ღირებულებები, რომლებიც შეუფასებლად აქცევს მომავლის დღეს!
          არაცხადი სიზმრიდან მომზირალი თავდახრილი დედოფალი და მომავალი შეხვედრის უიმედობა - აი რა ხდის ამ წამს ღირებულს!
          ჩემშე ვმღერი!
          სიმებით დასერილი სხეული და ჟრუანტელდავლილი მელოდია ცის კიდურზე.
          შევქმენი დღე სწორედ საჩემო!
          გაყინული სული და გულის დარღვეული რიტმი.
          კიდევ ერთი აღმაფრენის მომენტი!
          კადრები, რომელთა აღქმასაც ვერ ასწრებ...
          მაინც გაიარე მათში, გადაკვეთე, შეუერთდი.
          ,,ჩემში ვცეკვავ!''
          აი საიდან მოდიან მუზები.
          დახშული სმენა და სულის ყიჟინა.
          თეთრი მოჩვენება, სრულყოფილი, ფარვანასავით მოფარფატე!
          ტკივილი არსაიდან და მაინც შეგრძნება, რომ არსებობ!
         
          Set me free!
          that's life!

          ნასესხები ფრაზები და თავდახრილი მზესუმზირები.
          მზეს დააგვიანდა ამოსვლა! - უნდოდა მისი ბრწყინვალე ანარეკლის გარეშეც შეგვერძნო სიცოცხლის სრულყოფილება.
          ჩამიჩუმიც  არ ისმის!
          საიდან მოდის ეს ვნებათაღელვა?
                                                        სად ეძინა?
                                                                    სად ბჟუტავდა?!
          ...Becouse I Love You!

          Under The Blue Sky!..
         
          ღელვისგან მაკანკალებს, სადაცაა უნდა შევეხო შეუცნობელს,
          მთელი ზედაპირით ვსუნთქავ და დავუკარგე ფილტვებს პრაგმატული ფუნქცია, რომ, უნდა ემუშავათ დანიშნულებისამებრ.
შეცდნენ, რომ არცერთხელ არ გადაუხვევიათ ლირიკულად!..
         
          Every dream What I Feel!..
         
          ვზივარ მშვიდად, და, ვხედავ, როგორ გადავრბივარ მინდვრებს ფეხშიშველი, ისეთი სიჩქარით, რომელსაც ვერ ვზომავ!

          Now Everything change!

          ვთრთივარ და აივნიდან გადმომდგარვარ.
          გაცხოველებული ვნებები კრთება და მშვენიერი დამთხვევა...
          თეთრი რაშიც თავდახრილი, რომელიც ფურცლებს შორის დამეკარგა და აღმოჩენილი ფრაზის ფრაგმენტირებული მომავალი.
          დანიშნულება, ნიშნული, ნიშანი და მოცემული შანსები...
          დახარჯული ცხრა სიცოცხლე და დათმობილი მთელი ცხოვრება.
          ნაბოძები მთელი სამყარო და დაკარგვის შიში.

          ვიცი მოგონება მიკრთის,
          კვლავაც უშენობა მიკვირს!

          და მწამს, რომ ეს არ იყო ბოლო მონახაზი შენს ხელისგულზე ჩემი თითებით!
          სიკეთის წვიმად მოსული ბრჭყვიალა ფიფქები და ჩაღვრილი სითბო.
          გაფანტული ერთფეროვნება და მოლოდინი...
          ამ მდინარესაც გადავცურავ და მერე ჩავიძირები თბილ ინდოეთის ოკეანიში!

          სილამაზეს აღწერა არ სჭირდება, არც აღქმა, მას უბრალოდ უნდა შეუერთდე.
          სიმბოლურად წითელი ფერი და გადალახული საზღვრები.
          ხმაურინი მდუმარება, არაფრისმთქმელი სარკე, სიყვარულის ნაჩხვლეტი, თავბრუსხვევა და, მხოლოდ ცისარტყელას ხედავ, თან არ არსებული შავი ფერის ხელახალი გაქრობა...
          მხოლოდ ღიმილიანი ბაგის ბრწყინვალება.
          გადავვარდი წინა საუკუნეში და მაინც აქ მომინდა, რადგან აქ არის ჩემი ბედისწერა!
          როცა კიდევ ერთხელ წამომივლის აღმაფრენა, ხელს ჩაგკიდებ და გავირინდები.
          აი, დავიღალე...
                            დავიცლები,
                                            დავიფერფლები,
          მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვდგები ფერფლიდან!
          ისევ და ისევ ვიბრძოლებ შენთვის, რომ შენამდე მოვიდე!
          იქ სადაც თაკარა მზე და თაკარა გულია.
          სამშობლოს მიღმა, ბედისწერის ძიებაში...
         
          წელში გატეხილი იმედის ახალი კვირტი.
          უტყვი სევდის ხმა, რომ ასე შორს ხარ..!
          მინდა ბანალურად მოგეფერო და გეამბორო გულისფეთქვაზე.
          მინდა შენთან ერთად მომწყინდეს, შენთან ერთად მომბეზრდეს ერთფეროვნება, შენთან ერთად დავიღალო...
          მაგრამ, აი რა მატებს ბრწყინვალებას ყველაფერს - ,,შენთნ ერთად!"
         
          That's my destiny!
         
          მე ავირჩიე ეს გზა შენკენ მომავალი!
          შენ მე მიპოვე,
          მე მოგიპოვებ!


         
       
         
         
       
         
         
         

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები