ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2014


განაჩენი

როგორც შფოთიან ღამის სიზმარში,
გავრბივარ, მაგრამ ადგილს ვერ ვწყდები,
ცხადშიც საკუთარ თავის გარშემო
ჯაჭვით დაბმული დავეხეტები.
თავს ზემოთ ჭერი მადევს ლოდივით,
ჩვენს შორის ბიჯი მილიმეტრია,
მეგონა მქონდა ისეთი ძალა,
სხვა ძალებზე რომ უფრო მეტია.
იმ ოცნებისკენ, ჯაჭვებს რომ ამტვრევს
ძნელად სავალი, გრძელი გზა გადის
თუ თავიდანვე სხვა ბილიკს მივდევ,
თავს ზევით ძალა მართლა არ არის.
თუ დაიხურა დღეს ყველა კარი,
თუკი ეს ყოფა განაჩენია,
მოთმენით სხვა დროს დაველოდები,
აბა სხვა მეტი რა დამრჩენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები