ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2014


სევდიან ბავშვის შემრჩა ფერები

ვიბრძვი და ვგრძნობ რომ ძალა მერევა
ფერებში მიჭირს გზის გაკვლევა
და მერამდენედ ვიწყებ ნულიდან..

დგეს შენთან ერთად დავთვერი, მარტო,
თებერვლის სუსხში ვიგრძენ მაისი
თუ მერამდენედ ისევ მოგინდე,
არ გამოტოვო ჩვენი აისი.
თვალებში ნაზი სევდა კიაფობს
და ამ კიაფში კრთება იმედიც,
თუკი მარტივ გზას ვერ მიაგნო
რთულ ლაბირინთებს კიბე მიადგი.

სევდიან ბავშვის შემრჩა ფერები
რომ ისე ლაღად ვერ გეფერები. ((

ზამთარმა გახსნა პირქუში თაღი
გაზაფხულამდე მომიწყო თოვა
ათასჯერადაც თუნდა დანებდე
ათასმეერთედ მაინც გამოვა!

ზამთრის ცივ ღამეს შეხვდნენ თვალები
ზამთრის ცივ ღამეს მოსწყდნენ ასევე
სამი ზამთარი თბილად ვიარე
მაგრამ ამჯერად სუსხი მამხნევებს.

ბედნიერებამ ფრთები შემახო
და გამახვია ვნება ალებში
ათასი წელიც რომ დამელოდო
მაინც ჩაგხედავ ნანატრ თვალებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები