რეზიკო და სანდრიკო ტყუპი ძმები არიან, სათამაშოდ ეზოში ერთად მიუხარიათ.
ერთნაირად იცვამენ, ერთნაირად დადიან’ ვერაფრით ვერ გაარჩევ, თუ ვინ უფრო მარდია.
ძალზე მოუსვენრები, ძალზე, ძალზე ცქვიტები, ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს გაწრიპული ბიჭები.
გაკვეთილზეც ცქმუტავენ, წუთით ვერ ჩერდებიან, მაგრამ გამოკითხვისას სხაპასხუპით ყვებიან.
ერთად მტკიცედ არიან, ვერაფერი აშინებთ, ყველა კითხვას ერთ-ერთი უპასუხებს მაშინვე.
ჯერ ნორჩები არიან, თამაშობით გართული, უკვე უყვართ სამშობლო, ჩვენი ენა ქართული.
ნამდვილ მამულიშვილთა შემართება ექნებათ, ლომის ორი ბოკვერი საქართველოს ეზრდება.
ხვალინდელ დღის იმედად და მომავლის საყრდენად, წარმატება ვუსურვოთ და სურვილთა ახდენა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რეზიკო და სანდრიკო, ორი ლომის ბოკვერი!
ლექსი სასიამოვნოა! რეზიკო და სანდრიკო, ორი ლომის ბოკვერი!
ლექსი სასიამოვნოა!
7. დის შვილიშვილის კლასელები იყვნენ თამარ :) დის შვილიშვილის კლასელები იყვნენ თამარ :)
6. ესენი რომლისები არიან, მანანა? გაიხარე, კარგი ლექსია! :) 55555555 ესენი რომლისები არიან, მანანა? გაიხარე, კარგი ლექსია! :) 55555555
5. +5 პატარებსაც და ლექსსაც. +5 პატარებსაც და ლექსსაც.
4. გაიხარეთ, გმადლობთ :) გაიხარეთ, გმადლობთ :)
3. ძალზე მოუსვენრები, ძალზე, ძალზე ცქვიტები, ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს გაწრიპული ბიჭები.
გაკვეთილზეც ცქმუტავენ, წუთით ვერ ჩერდებიან, მაგრამ გამოკითხვისას სხაპასხუპით ყვებიან.
:) წარმატებებს ვუსურვებ. ძალზე მოუსვენრები, ძალზე, ძალზე ცქვიტები, ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს გაწრიპული ბიჭები.
გაკვეთილზეც ცქმუტავენ, წუთით ვერ ჩერდებიან, მაგრამ გამოკითხვისას სხაპასხუპით ყვებიან.
:) წარმატებებს ვუსურვებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|