ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2014


გალა

"აბა, რა გითხრა ჩემო ძამიკო?"-
გალაკტიონი მეტყოდა ასე...
ჩემმა დიდებამ მზესთან წამიღო,
პირზე ეფინა ღიმილი სავსე.
"აჰა, ბინდდება კვლავ დამესია
მწყურვალებათა ფიქრი-ობობა"...
ზოგჯერ ერთად ვართ მე და მესია,
არ მახსოვს დროის დაუნდობლობა,
მისთვის დღე ბრუნავს, ვით კამათელი,
დაეძებს სადღაც მივარდნილ სუროს...
მთვარე-ფეხებით გადანათელი
ღამის სიდიდეს აუფასურებს,
ივიწყებს სიკვდილს, პირველს, მეორეს,
ვნებამ დაღალა, ისე ვით დოღმა,
სურს, რომ დემონთან მარად იომოს,
სიბნელე დათმოს რენტგენოლოგმა.
ის აცივდება კბილებით კოსმოსს,
ფოლადის ცხენით, ხის მუზარადით...
ოცნობობს ძილი ფრნით რომ მოსპოს,
ფრენით რომ ჰპოვოს ძილი მარადი.
"აბა, რა გითხრა ჩემო ძამიკო?"-
გალაკტიონი მეტყოდა ასე...
ჩემმა დიდებამ მზესთან წამიღო,
თვალები ჰქონდა უფრთობით სავსე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს