ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


***

ახლა კი,
როდესაც ზღვაზეა ყველა
და
საღამოს უთუოდ ანჩხლობენ ვნებები.
მარტო ვარ...
მომწყურდი,
ვით ბერძენს ელადა,
ზევსი და
ათენის დიადი ღმერთები.
მარტო ვარ,
არ ახლა,
საერთოდ,
(უნდა ვთქვა)
ფიქრებმა ოცნებით წესიც კი ამიგეს.
არ ვიცი,
ის ჩემი ბავშვობა რა იქნა.
სად არის,
ლექსებმა საითკენ წაიღეს...
გული კი,
ოხერი ვერ ფეთქავს თანაბრად,
დავეცი
რამდენჯერ,
და მტკივა ძალიან.
გეძებდი,
გნატრობდი,
ბერძენი ელადას
და
ვხვდები ჩვენს შორის რამხელა ზღვარია...
სიტყვების,
ფიქრების,
ცხოვრების ნაქსოვი.
ხასიათს ვერაფერს ვურაცხავ ბრალდებად.
მარტო ვარ,
არ ახლა,
საერთოდ
(უნდა ვთქვა)
და ჩემი სიგიჟე
ამ ღამეს ბრალდება.
ამ ღამეს,
ამ მთვარეს,
ძაღლივით გაყურსულს.
(მთვარეს უცნაურად ვურითმავ ეპითეტს)
მიყვარხარ...
ვით ბერძენს ბებერი ელადა.
მიყვარხარ,
ამ სიტყვას ჯერ კიდევ ვერ ვითმენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები