ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ, ლურჯო ზღვაო,
მე შენ მიყვარხარ!...
შენ ჩემთვის სხვა ხარ! თუმცა, - არა!
შენ ჩემთვის  ზ ღ ვ ა  ხარ!
უსაზღვრო  ზღვა ხარ! წყალობა ხარ,
წყალი კი არა!
ქოჩორა ტალღებს შეიფერებ,
როგორც ტიარას!
აბობოქრებულ მკერდში მიკრავ,
ვით სატრფოს შენსას!
ალერსით სავსეს, ნეტარების
მომწყდება კვნესა!
დამშვიდდები და, - კვლავ, ვით სატრფოს,
მიხუტებ გულში.
თავსაც მავიწყებ, - ვერ ვიხსენებ
რა იყო გუშინ...
ალერსით მთვრალი, ვეღარ ვფიქრობ
ხვალინდელ დღეზეც!...
ყველგან შენა ხარ:
"შენ-თან", "შენ-ით", "შენ-ში" თუ "შენ-ზე"...
მითხარ, რა ჰქვია ამ სიყვარულს, -
ჩემთვის შენ რა ხარ?!
"ზღვა სიხარული"?
"სხვა სიყვარული"?
თუ მხოლოდ "ზღვა" ხარ?
იქნებ ჟინია ეს სიგიჟე?
იქნებ ვნებაა?...
ვინ რას უწოდებს ამ სიყვარულს,
მისი ნებაა!
......
მე შენ მიყვარხარ, ლურჯო ზღვაო,
მ ე      შ ე ნ      მ ი ყ ვ ა რ ხ ა ა ა ა ა რ  !!!!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს