ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
22 ივლისი, 2014


მზეო, გვესტუმრე

უჰ,რამდენი ხანია
წვიმს და არ გადაიღო,
სახლში ჯდომა მოგვბეზრდა
მე და ჩემს ორ დაიკოს.

ეზოში არ გვიშვებენ:
"წვიმს, ტალახი არიო,
მოითმინეთ, გამოვა,
მალე კარგი დარიო."

ყოველ დილით ფანჯრისკენ
ვიყურები იმედით,
იქნებ შეცდნენ პროგნოზში
"რუსთავ–2", "იმედი."

მაგრამ არა, წვეთები
წკაპუნობენ ჯიუტად,
ნეტავი მზეს ჩვენს სურვილს
ნიავი ვერ მიუტანს?

მალე ,მალე გვესტუმროს,
მხარე გაგვიმზიანოს,
რათა გარეთ გაგვიშვან,
ეზო ავახმიანოთ.

ჩვენთან ვეპატიჟებით
ვით მეგობარს ერთგულსო,
უიმისოდ წვიმაში
ვერ ვთამაშობთ ჩვენ ბურთსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები