ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 აგვისტო, 2014


მისთვის არაფერი (ისევ ოთოზე)

ჩვენ ახლა მასზე ლექსებს დავწერთ და ვიოცნებებთ, თუ სიკვდილის მერე
გმირობას დავაბრალებთ  და ამით ნუგეშს დავუწყებთ ძებნას, სულერთია.
ისევ და ისევ ჩვენ რომ არ გვეტკინოს, იმისთვის მოვიგონეთ ეგ ყველაფერი.
მერე სიმღერებს დავწერთ და ...ვიღაც იმღერებს.
სამძიმარს ვეტყვით მშრალი სიტყვებით: თანავუგრძნობ, ნათელი და სანთელი.
და ეს  ყველაფერი მაგარი სისულელეა.

მას, მის ახალგაზრდა სიცოცხლეს ამით რა?
მის გაუქმებულ გონებას, რომელსაც ვინ იცის რამდენი ნაფიქრი, ნააზრები, ნაწვალები, ღამენათევი და
სიხარულიც ბევრი ჰქონდა განცდილი, მას რა?
მის გეგმებს და ცხოვრების სიყვარულს ამით რა?
დედას, რომელიც შვილის თბილ სხეულს ვეღარ აკოცებს , ამით რა?
გოგონას, რომელიც მასზე ოცნებობდა, ამით რა?
შვილებს, რომლებისთვისაც მამობა უნდა გაეწია, ვინღა გააჩენს?
გადაარჩინა ბავშვი, რომელსაც გადასარჩენი არაფერი ექნებოდა, ვიღაც იდიოტი მთვრალი რომ არ მართავდეს
მანქანას და ეშმაკი არ ეჯდეს საჭესთან...

მას კი არაფერი.
მისთვის დამთავრდა, რაც ოცი წლის წინ დაიწყო ..და ჯერ არ უნდა დამთავრებულიყო.ჯერ კიდევ დიდხანს
უნდა ეცოცხლა და უამრავი დაწყებული დაემთავრებინა და ახალი დაეწყო ...



სრულად დავიცალე
შვება არსადაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები