ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივლისი, 2014


* * *

***
თუ აგიწონავს ქლოროფილით სავსე ფოთოლი
და შემოდგომით დავარდნილი, ხმელი, ობოლი,
იცი, მათ შორის განსხვავება რარიგ დიდია?

ეს სიცოცხლეა, ერთადერთი, სრული სიცოცხლე!


***
გულდაწყვეტილი დავემშვიდობე "დილას კამკამას",
აწი "ცხელი დღეც" გაილევა, არე ცივდება,
ვიცი "საღამო" უფრო მეტად გამიჭირდება,
მაგრამ იმედი ღიმილიან მთვარეს მპირდება.

***

ამაყად თავაწეულს,
ქარმა დაბერა ბაბუაწვერას,
მან კი ლამის სულიც თან გააყოლა
ცაში გაფანტულ მის სილამაზეს...
იქვე, მაზობლად მყოფმა სამყურამ
თავი დახარა მორიდებულად,
ცრემლივით ჩუმად დაცურდა ნამი,
ჩემი ჯერიც მოვაო მალე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს