ნუ გეჩქარება დიდი გახდე, ჩემო პატარავ ნუ გეხარბება პომადა და ქუსლიანები რადგან ( მერწმუნე) სასიკეთოს ვერაფერს ნახავ, ვშიშობ, განხიბლვას მომავლისგან ვერც შენ ასცდები. იქ, ხომ დიდები ყალბ სიმაღლეებს იყენებენ სიმდაბლის ფარად. ხოლო სისხლისგან დაცლილ ტუჩებს პომადა ფარავს. ნუ ეწაფები ამ სამყაროს შესამეცნებლად, რადგან შეცნობა კაშკაშა სპექტრს რუხად შეფერავს. დაბინდავს სევდა მაგ ოცნებებით მიმოჭედილ ზეცას, მზისთვალას. და დიდობაში შებიჯების მომდევნო ეტაპს ედება ფასი – რამდენიმე ოცნების ცვენა. იქ, დიდობაში შენც სხვების მსგავსად, ცრუ თავმდაბლობით შეინიღბავ ამპარტავნებას, ლოცვის დროს ხშირად სხვის ცოდვებზე ფიქრი გეწვევა და თავთავივით აწეულ თავს ვერ დაამძიმებს საკუთარ თვალში გახიდული მოზრდილი დირე. და თუ როდესმე შეამჩნიე, რომ შენი სული დამსგავსებია ხეს დასხეპილს, სივრცეშეკვეცილს, ან ცას, რომელსაც ვარსკვლავთცვენა გადახდა სრული, მუხთალ ცხოვრებას დააბრალებ, შენც, მსგავსად სხვების...
მაგრამ შენ მდორე მდინარებას მაინც შეერთვი. თუ გსურს წააწყდე ოქროს თევზებს და კენჭებს, ფერადს, იმ მადლს ელტვოდე, მხოლოდ რჩეულთ რომ აძლევს ღმერთი – ბავშვად დარჩენას
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა ფლორენცია. მიყვარს ბავშვური დიდები. მადლობა ფლორენცია. მიყვარს ბავშვური დიდები.
12. ბავშვად დარჩენილ ადამიანებს არაფერი სჯობს,თუმცა უჭირთ ცხოვრება მასეთებს. ჩემი 11 წლის გოგო სულ მსაყვედურობს რა ბავშვური ხარო. :) 5
ბავშვად დარჩენილ ადამიანებს არაფერი სჯობს,თუმცა უჭირთ ცხოვრება მასეთებს. ჩემი 11 წლის გოგო სულ მსაყვედურობს რა ბავშვური ხარო. :) 5
11. ეს მჭირდებოდა ეხლა ზუსტად. დღიურში მიმაქვს, თქვენის ნებართვით... <3 ეს მჭირდებოდა ეხლა ზუსტად. დღიურში მიმაქვს, თქვენის ნებართვით... <3
10. +5! მეტსკი იმსახურებს! +5! მეტსკი იმსახურებს!
9. გულით ბავშვობაა სასურველი და არა -გონებით. სუფთა გული დიდი სიმდიდრეა. გულით ბავშვობაა სასურველი და არა -გონებით. სუფთა გული დიდი სიმდიდრეა.
8. კარგი იყო...ფილოსოფიური, ღრმა, შესრულებაც... მე მომეწონა...:-*
"მოზედილი დირე"...მექანიკური შეცდომაა გაპარული, ალბათ " მოზრდილი" უნდა იყოს.
კარგი იყო...ფილოსოფიური, ღრმა, შესრულებაც... მე მომეწონა...:-*
"მოზედილი დირე"...მექანიკური შეცდომაა გაპარული, ალბათ " მოზრდილი" უნდა იყოს.
7. იმ ნიჭს ელტვოდე, მხოლოდ რჩეულთ რომ აძლევს ღმერთი – ბავშვად დარჩენას +++ იმ ნიჭს ელტვოდე, მხოლოდ რჩეულთ რომ აძლევს ღმერთი – ბავშვად დარჩენას +++
6. მადლობა ყველას და განსაკუთრებით ნემეზიდა ნემეს. ვიცი, თქვენი ტკივილის შესახებ. ღმერთმა მოგცეთ სიცოცხლის ხალისი. მადლობა ყველას და განსაკუთრებით ნემეზიდა ნემეს. ვიცი, თქვენი ტკივილის შესახებ. ღმერთმა მოგცეთ სიცოცხლის ხალისი.
5. ნუ გეჩქარება დიდი გახდე, ჩემო პატარავ ნუ გეხარბება პომადა და ქუსლიანები რადგან ( მერწმუნე) სასიკეთოს ვერაფერს ნახავ, ვშიშობ, განხიბლვას მომავლისგან ვერც შენ ასცდები.. ._ გეთანხმები...ჩემი ბავშვობაც მომაგონდა...(ალბათ ყველა ასე ვართ)...და მეც რამდენჯერ ტკივილით შემკუმშვია გული,ძალიან საყვარელ პატარას რომ ვუყურებ:,,ეჰ,ჩემო პატარავ...ვინ იცის,რა მოგელის"-მეთქი...ცრემლიც კი მომიწმენდია... :( სამწუხაროდ ,,ბავშვად დარჩენის" ნიჭი ხომ ერთეულების ხვედრია! ++++
ნუ გეჩქარება დიდი გახდე, ჩემო პატარავ ნუ გეხარბება პომადა და ქუსლიანები რადგან ( მერწმუნე) სასიკეთოს ვერაფერს ნახავ, ვშიშობ, განხიბლვას მომავლისგან ვერც შენ ასცდები.. ._ გეთანხმები...ჩემი ბავშვობაც მომაგონდა...(ალბათ ყველა ასე ვართ)...და მეც რამდენჯერ ტკივილით შემკუმშვია გული,ძალიან საყვარელ პატარას რომ ვუყურებ:,,ეჰ,ჩემო პატარავ...ვინ იცის,რა მოგელის"-მეთქი...ცრემლიც კი მომიწმენდია... :( სამწუხაროდ ,,ბავშვად დარჩენის" ნიჭი ხომ ერთეულების ხვედრია! ++++
4. ნუ აშინებ ბავშვებს)) ნუ აშინებ ბავშვებს))
3. არაუშავს რაა:) 1 არაუშავს რაა:) 1
1. ძალიან კარგი ლექსია, გულამდე მოვიდა. წარმატებები! ძალიან კარგი ლექსია, გულამდე მოვიდა. წარმატებები!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|