ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


და ლექსს თუ არა..

ხო და, რა მოხდა, თუ სათქმელი ლექსად ვეღარ ვთქვი?
ლექსს, ხშირად, ჩემთვის სიცხესავით აუწევია...
ისე სავსე ვარ პოეზიით ახლა პირამდის,
რომ ყველა მუზას (ჩემზე გამწყრალს) ჯვარი სწერია!

საღამოს უდგას სოხანეზე ჩრდილი დამრეცი,
ივლისია და ხვატისაგან სუნთქვა გაჭირდა.
არ მიწერია უტკივილოდ ერთი აბზაციც,
სხვის ოაზისსაც ვარწყულებდი ჩემი ჭის წყლიდან...

ხო და ვეღარ ვწერ (ან ფებოსმა თავად დამსაჯა)...
მზე ივლისისა მწუხრის ჟამზე შედგა შუბის ტარს,
ნიავმა სახლებს გამოუღო ყველა ფანჯარა
და ლექსს თუ არა, ჩემს გადაღლილ სუნთქვას მოგიტანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები