ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2014


ბიჭებო...

უფალს მისი შვილები -
ერთგულები, კარგები,
ადრე მიჰყავს თავისთან...
ასეთია განგების
ნება... ჰოდა ვიდრემდის
ჩვენც იქ წავალთ ბიჭებო,
ჩვენი საქართველოსთვის
ჩვენებურად ვიჭექოთ.
გვწამდეს, ვიდრე ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს ქართული,
ვინც უდროოდ დაგვაკლდა - მათი ღვაწლიც ვახსენოთ,
გვქვია... მუდამ გვერქმევა მართალ სიტყვის მსახურნი -
სიცოცხლით და სიკეთით, პოეზიით სავსენო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები