ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2014


პოეტებივით...

ვცხოვრობდი, როგორც უცხოვრიათ ქვეყნად ათასებს
და სხვისი ჭირი ჩემთვის "ღობეს - ჩხირი" არ იყო...
გრძნობა არღვევდა ყველა დოგმას, ყველა განაწესს
და ჩემი გულიც, როგორც თხილის, ცხრაჯერ გაიყო,

მაგრამ არასდროს დამცდენია ბედის ჩივილი,
ვცხოვრობდი ასე და თავს ვთვლიდი ადამიანად,
რომ სიყვარულმა (უკითხავად), თურმე, ნუ იტყვით,
ჩემს კარზეც ისე, სხვათაშორის ჩამოიარა...

ჯერ ოქროდ იქცა ყველაფერი, ჩირად რაც ღირდა,
მერე ცხოვრება დაემსგავსა მუდმივ ეპილოგს.
ვიღაცას უთქვამს, ახლა ვფიქრობ, - უთქვამს ნამდვილად:
ერთ მდინარეში თუ შედიან პოეტები-ო

მხოლოდ ორჯერ... და მდინარე, რომ გითრევს მორევით,
იქ სულ ერთია ნაპირი ან რკინის ჯებირი...
ჩვენ სიყვარულით არა, მაგრამ, როგორც ყოველთვის,
დარდისგან ვკვდებით, ოღონდ მაინც პოეტებივით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები