ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2014


ფიქრის ლოლუები

სარკმელს მოაშტერდა მთვარე,
ფიქრის ლოლუებს ვავლებ,
და სიმტკიცისთვის ყველას
იმედის ძაფზე ვაგებ
მთვარე განაგრძობს ისევ
ღამის ზღაპრების ქსოვას,
სარკმელს აწებებს ფიფქებს,
გარეთ ყინვა და თოვა.
ხვალ ააცრემლებს მინას,
დილის პირველი სხივი,
ისევ შემრჩება ძაფი
ყველა ოცნების მძივის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები