ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 აგვისტო, 2014


ბოდიშის მოხდა - პატიება

ადამიანის დაკარგვა ისეთივე იოლია,
როგორც ხურდაფულის.
ოღონდ მონეტისგან განსხვავებით,
ზუსტად ვიცით სად, როგორ და როდის ვკარგავთ...
შესაბამისად, დაკარგულის პოვნაც უფრო იოლი უნდა იყოს,
თუ ქედმაღლობის და ამპარტავნების გზას არ გავყვებით:
ნაპოვნი მონეტის ასაღებად, ხომ იოლად ვხრით თავებს?..
ჭეშმარიტად გაიხარებს ის ადამიანი, ვინც წავა იმ ადგილზე,
სადაც დაკარგული ეგულება და თავს დახრის ღირსების ასაღებად!



პ.ს. ვინც გაიფიქრებს: "მე ხომ არ მიხდის ბოდიშსო?" - პასუხს ვცემ: დიახ!
ღმერთი მაპატიებს; თქვენ? - ალბათ...
ბოლოს, ყველა მარტო რჩება თავის ცოდვებთან და იმედია ყველაფერს ვაპატიებ საკუთარ თავს.

პატ. ცემით: ბანალური მე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები